ირაკლი ჭეიშვილი – 4 ოქტომბრის დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, ადამიანები ციხეებიდან გათავისუფლდებიან, ვფიქრობ, გაითავისეს, რომ დანაშაული იყო, რასაც ეუბნებოდნენ ბურჭულაძე და მასზე ზემდგომები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე დანაშაულის აღიარების შემთხვევაში ადამიანები ციხეებიდან გათავისუფლდებიან და შეწყალდებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის დანაშაულს ვინც აღიარებს, საპატიმროდან გათავისუფლდება და ეს სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური აქტია.
ჭეიშვილის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ, მიუღებელია.
„4 ოქტომბრის დანაშაულს ვინც აღიარებს, შეწყალებული იქნება და საპროცესო გაუფორმდება. ანუ, ეს ადამიანები საპატიმროებიდან გარეთ გამოვლენ. ამ ადამიანების აღიარებით ჩვენებაზე ჩვენ მიერ ჰუმანური აქტი იქნება გამოცემული. ჩვენ სიტყვას ვასრულებთ, რადგან პრემიერისა და პრეზიდენტის განცხადება იყო, რომ აღიარებითი ჩვენების შემთხვევაში, ადამიანები ციხეებიდან იქნებიან გათავისუფლებული. ვფიქრობ, ამ ადამიანებმა გაითავისეს, რომ დანაშაული იყო, რასაც აკეთებდნენ და ეუბნებოდნენ თავიანთი დამკვეთები – პაატა ბურჭულაძე და მასზე ზემდგომები. ეს პროცესი არასწორი და არასწორად მართული იყო. სახელმწიფოს წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები არ უნდა გააკეთო. აღიარებით ჩვენებაშიც იმავეს საუბრობენ და ახლა იმას ვასრულებთ, რასაც მათ შეწყალების თვალსაზრისით დავპირდით“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„4 ოქტომბრის დანაშაულს ვინც აღიარებს, შეწყალებული იქნება და საპროცესო გაუფორმდება. ანუ, ეს ადამიანები საპატიმროებიდან გარეთ გამოვლენ. ამ ადამიანების აღიარებით ჩვენებაზე ჩვენ მიერ ჰუმანური აქტი იქნება გამოცემული. ჩვენ სიტყვას ვასრულებთ, რადგან პრემიერისა და პრეზიდენტის განცხადება იყო, რომ აღიარებითი ჩვენების შემთხვევაში, ადამიანები ციხეებიდან იქნებიან გათავისუფლებული. ვფიქრობ, ამ ადამიანებმა გაითავისეს, რომ დანაშაული იყო, რასაც აკეთებდნენ და ეუბნებოდნენ თავიანთი დამკვეთები – პაატა ბურჭულაძე და მასზე ზემდგომები. ეს პროცესი არასწორი და არასწორად მართული იყო. სახელმწიფოს წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები არ უნდა გააკეთო. აღიარებით ჩვენებაშიც იმავეს საუბრობენ და ახლა იმას ვასრულებთ, რასაც მათ შეწყალების თვალსაზრისით დავპირდით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…