ვალერი ჩეჩელაშვილი - მოლოდინია, რომ აშშ-ის არჩევნებით კონგრესში გადალაგება მოხდება „დემოკრატების“ სასარგებლოდ, რაც ტრამპისთვის „ჩამკეტი“ იქნება, ევროპაში აქციების უკან კი, საუბარია, რომ რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები დგას
ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატების“ გამარჯვება დონალდ ტრამპისთვის სერიოზული „ჩამკეტი“ იქნება, ხოლო ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან შესაძლოა რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები იდგეს.

აშშ-ის შუალედურ არჩევნებთან მიმართებაში ექსპერტების მოლოდინია, რომ წარმომადგენელთა პალატაში სერიოზული გადალაგება იქნება „დემოკრატების“ სასარგებლოდ - არ გამიკვირდება, რომ რამდენიმე ხანში ჩვენ პროუკრაინული ტრამპი ვიხილოთ. ამით მას ექნება შესაძლებლობა საკუთარი ავტორიტეტი გააძლიეროს, - ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც აშშ-ში, 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა.
მისი თქმით, შუალედურ არჩევნებში უპირატესობას, დიდი ალბათობით, „დემოკრატები“ მოიპოვებენ, რისი მიზეზიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაურკვეველი „თამაშებია“, როგორც ეკონომიკური, ისე გეოპოლიტიკური მიმართულებით.
„ექსპერტების მოლოდინია, რომ სერიოზული გადალაგება იქნება „დემოკრატების“ სასარგებლოდ, ვინაიდან ვიხილეთ წინააღმდეგობრივი გზავნილები ტრამპის ადმინისტრაციისგან როგორც შიგნით, ისე საგარეო მიმართულებით. შუალედურ არჩევნებში, როგორც წესი, ამომრჩეველი ოპოზიციურ პარტიას აძლევს ხმას, მაგრამ ზოგადი ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ძალიან დიდი თანხები იხარჯება ორივე მხრიდან, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატები“ აიღებენ უმრავლესობას, სენატში კი თანაბარი შანსებია, თუმცა უპირატესობას ექსპერტები „დემოკრატებს“ ანიჭებენ.
სენატში „დემოკრატების“ უმრავლესობა, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისთვის სერიოზული ჩამკეტი იქნება. ამ არჩევნების შემდგომ მან ორი მთავარი საქმე უნდა დაასრულოს, პირველი - უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის დამარცხება, რაც გეოპოლიტიკურად გააძლიერებს აშშ-ის პოზიციებს, ავტორიტეტსა და რეპუტაციას და მეორე - ბოლო მოუღოს ირანის ბირთვულ პროგრამას.
ირანში კონფლიქტის გამო უკმაყოფილება იმოქმედებს ამომრჩეველთა განწყობებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების შემდგომ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას არ ექნება საშუალება, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ამომრჩევლისთვის ასევე რუსეთ-უკრაინის ომიც იქნება სერიოზული ფაქტორი, რადგან უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთის წინააღმდეგაა განწყობილი.
გაძლიერდება კონგრესის გავლენაც. ასევე, არ გამიკვირდება, რომ რამდენიმე ხანში ჩვენ პროუკრაინული ტრამპი ვიხილოთ. ამით მას ექნება შესაძლებლობა საკუთარი ავტორიტეტი გააძლიეროს. მისი ავტორიტეტი შერყეულია, რადგან გაურკვეველი დიპლომატიური და ეკონომიკური თამაში დაიწყო“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ვალერი ჩეჩელაშვილმა ევროპის ქვეყნებში მიმდინარე აქციებიც შეაფასა. მისი თქმით, შესაძლოა, ევროპის მასშტაბით მიმდინარე აქციების უკან, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში არსებული სოციალური პრობლემის მოგვარების მოთხოვნით დაიწყო და რიგ სახელმწიფოებში პოლიციასთან დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები იდგეს.
„ევროპის მასშტაბით აქციები ძალას იკრებს, ასევე ძალას იკრებს პოლიტიკური პროცესებიც.
საუბარია, რომ ევროპის მასშტაბით მიმდინარე აქციების უკან რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები დგას და ეს შესაძლოა, ნაწილობრივ ასეც იყოს, რადგან რუსეთი მთავარ მოწინააღმდეგედ ევროპულ კავშირს განიხილავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რადგან ევროპა ინსტიტუციური დემოკრატიების ერთობაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ტესტს გაუძლებენ და ამ ტალღებს შესაბამისი პოლიტიკური რეაქციებით მოაგვარებენ, რისი რესურსიც ევროპაში არის“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ექსპერტების მოლოდინია, რომ სერიოზული გადალაგება იქნება „დემოკრატების“ სასარგებლოდ, ვინაიდან ვიხილეთ წინააღმდეგობრივი გზავნილები ტრამპის ადმინისტრაციისგან როგორც შიგნით, ისე საგარეო მიმართულებით. შუალედურ არჩევნებში, როგორც წესი, ამომრჩეველი ოპოზიციურ პარტიას აძლევს ხმას, მაგრამ ზოგადი ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ძალიან დიდი თანხები იხარჯება ორივე მხრიდან, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატები“ აიღებენ უმრავლესობას, სენატში კი თანაბარი შანსებია, თუმცა უპირატესობას ექსპერტები „დემოკრატებს“ ანიჭებენ. სენატში „დემოკრატების“ უმრავლესობა, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისთვის სერიოზული ჩამკეტი იქნება. ამ არჩევნების შემდგომ მან ორი მთავარი საქმე უნდა დაასრულოს, პირველი - უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის დამარცხება, რაც გეოპოლიტიკურად გააძლიერებს აშშ-ის პოზიციებს, ავტორიტეტსა და რეპუტაციას და მეორე - ბოლო მოუღოს ირანის ბირთვულ პროგრამას. ირანში კონფლიქტის გამო უკმაყოფილება იმოქმედებს ამომრჩეველთა განწყობებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების შემდგომ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას არ ექნება საშუალება, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ამომრჩევლისთვის ასევე რუსეთ-უკრაინის ომიც იქნება სერიოზული ფაქტორი, რადგან უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთის წინააღმდეგაა განწყობილი. გაძლიერდება კონგრესის გავლენაც. ასევე, არ გამიკვირდება, რომ რამდენიმე ხანში ჩვენ პროუკრაინული ტრამპი ვიხილოთ. ამით მას ექნება შესაძლებლობა საკუთარი ავტორიტეტი გააძლიეროს. მისი ავტორიტეტი შერყეულია, რადგან გაურკვეველი დიპლომატიური და ეკონომიკური თამაში დაიწყო“
„ევროპის მასშტაბით აქციები ძალას იკრებს, ასევე ძალას იკრებს პოლიტიკური პროცესებიც. საუბარია, რომ ევროპის მასშტაბით მიმდინარე აქციების უკან რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები დგას და ეს შესაძლოა, ნაწილობრივ ასეც იყოს, რადგან რუსეთი მთავარ მოწინააღმდეგედ ევროპულ კავშირს განიხილავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რადგან ევროპა ინსტიტუციური დემოკრატიების ერთობაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ტესტს გაუძლებენ და ამ ტალღებს შესაბამისი პოლიტიკური რეაქციებით მოაგვარებენ, რისი რესურსიც ევროპაში არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…