დავით ჩიხელიძე: “დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად “იმეტებდა”. დღეს თავად შეეჩეხნენ იმ საფრთხეებს, რომლის შესახებ საქართველოში ვსაუბრობდით და რომლის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება უსამართლო, გაუგებარი და ალოგიკური იყო”
ექსპერტ დავით ჩიხელიძის განცხადებით, დასავლეთს ორმაგი სტანდარტი აქვს, როდესაც საფრანგეთში „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაზე გამოძიება მკვლელობის მცდელობით დაიწყო, საქართველოში კი მსგავს ქმედებებს ამართლებდა; მისი თქმით, დროა დასავლეთმა საქართველოს ბოდიში მოუხადოს.

“საფრანგეთის პროკურატურამ აქციის მონაწილეთა მხრიდან “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
“გავიხსენოთ, რა ხდებოდა საქართველოში, როდესაც აქციის მონაწილეები პოლიციელებს “მოლოტოვის კოქტეილებს” ესროდნენ: დასავლეთი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა, მათ უფლებებს იცავდა და ხელისუფლებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა, საფრანგეთში კი, იგივე ქმედებას მკვლელობის მცდელობად აფასებენ და შესაბამისი მუხლით გამოძიებას იწყებენ.
შერჩევითი დემოკრატია და კანონის უზენაესობა არ არსებობს! გამოხატვის თავისუფლება ყველგან დაცული უნდა იყოს, მაგრამ ძალადობა – არა! ძალადობის გამართლება და წახალისება დაუშვებელია, მიუხედავად მისი ლოკაციისა; არ აქვს მნიშვნელობა, ძალადობა საქართველოში ხდება, საფრანგეთში თუ გერმანიაში.
დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად “იმეტებდა”. დღეს თავად შეეჩეხნენ იმ საფრთხეებს, რომლის შესახებ საქართველოში ვსაუბრობდით და რომლის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება უსამართლო, გაუგებარი და ალოგიკური იყო.
არეულობა, რა თქმა უნდა, არ მახარებს, არც საფრანგეთში და არც სხვა ქვეყანაში, მაგრამ კარგია, რომ დასავლეთი ახლა თავად აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომლის დანახვაც საქართველოს შემთხვევაში არ სურდა. იმედი მაქვს, ეს მოვლენები მათ წარსულში გაკეთებული განცხადებების გადაფასების აუცილებლობას დაანახებს და აღიარებენ, რომ საქართველოსთან მიმართებით მცდარი პოზიცია ჰქონდათ.
დროა, დასავლეთმა ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს!” – წერს ჩიხელიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიადავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს
დავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს
ციტატები სტატიიდან
„საფრანგეთის პროკურატურამ აქციის მონაწილეთა მხრიდან “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…