პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს

ექსპერტი დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ საფრანგეთში მოლოტოვის კოქტეილების სროლაზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, მაშინ როცა საქართველოში დასავლეთი მსგავს ქმედებებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვდა, ამიტომ მან ორმაგი სტანდარტი უნდა შეწყვიტოს და ქვეყანას ბოდიში მოუხადოს.

დავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს
რუსთავი 2

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საფრანგეთში აქციის მონაწილეების მიერ პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, საფრანგეთის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოში მსგავსი ქმედებების დროს დასავლეთი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა და ხელისუფლებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა.

ჩიხელიძის შეფასებით, ეს დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, ძალადობის გამართლება და წახალისება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ხდება იგი.

„საფრანგეთის პროკურატურამ აქციის მონაწილეთა მხრიდან მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე გამოძიება, მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

გავიხსენოთ რა ხდებოდა საქართველოში, როდესაც აქციის მონაწილეები პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, დასავლეთი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა, მათ უფლებებს იცავდა და ხელისუფლებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა, საფრანგეთში კი, იგივე ქმედებას მკვლელობის მცდელობად აფასებენ და შესაბამისი მუხლით გამოძიებას იწყებენ.

შერჩევითი დემოკრატია და კანონის უზენაესობა არ არსებობს! გამოხატვის თავისუფლება ყველგან დაცული უნდა იყოს, მაგრამ ძალადობა არა! ძალადობის გამართლება და წახალისება დაუშვებელია, მიუხედავად მისი ლოკაციისა, არ აქვს მნიშვნელობა ძალადობა საქართველოში ხდება, საფრანგეთში თუ გერმანიაში.

დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა. დღეს თავად შეეჩეხნენ იმ საფრთხეებს, რომლის შესახებ საქართველოში ვსაუბრობდით და რომლის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება, უსამართლო, გაუგებარი და ალოგიკური იყო.

არეულობა რა თქმა უნდა არ მახარებს, არც საფრანგეთში და არც სხვა ქვეყანაში, მაგრამ კარგია, რომ დასავლეთი ახლა თავად აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომლის დანახვაც საქართველოს შემთხვევაში არ სურდა. იმედი მაქვს, ეს მოვლენები მათ წარსული განცხადებების გადაფასების აუცილებლობას დაანახებს და აღიარებენ რომ საქართველოსთან მიმართებით მცდარი პოზიცია ჰქონდათ. დროა, დასავლეთმა ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს!“ - წერს ჩიხელიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობოდავით ჩიხელიძე: “დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად “იმეტებდა”. დღეს თავად შეეჩეხნენ იმ საფრთხეებს, რომლის შესახებ საქართველოში ვსაუბრობდით და რომლის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება უსამართლო, გაუგებარი და ალოგიკური იყო”
  2. იმედინიუსისამთავრობოდავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საფრანგეთის პროკურატურამ აქციის მონაწილეთა მხრიდან მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე გამოძიება, მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. გავიხსენოთ რა ხდებოდა საქართველოში, როდესაც აქციის მონაწილეები პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, დასავლეთი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა, მათ უფლებებს იცავდა და ხელისუფლებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა, საფრანგეთში კი, იგივე ქმედებას მკვლელობის მცდელობად აფასებენ და შესაბამისი მუხლით გამოძიებას იწყებენ. შერჩევითი დემოკრატია და კანონის უზენაესობა არ არსებობს! გამოხატვის თავისუფლება ყველგან დაცული უნდა იყოს, მაგრამ ძალადობა არა! ძალადობის გამართლება და წახალისება დაუშვებელია, მიუხედავად მისი ლოკაციისა, არ აქვს მნიშვნელობა ძალადობა საქართველოში ხდება, საფრანგეთში თუ გერმანიაში. დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა. დღეს თავად შეეჩეხნენ იმ საფრთხეებს, რომლის შესახებ საქართველოში ვსაუბრობდით და რომლის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება, უსამართლო, გაუგებარი და ალოგიკური იყო. არეულობა რა თქმა უნდა არ მახარებს, არც საფრანგეთში და არც სხვა ქვეყანაში, მაგრამ კარგია, რომ დასავლეთი ახლა თავად აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომლის დანახვაც საქართველოს შემთხვევაში არ სურდა. იმედი მაქვს, ეს მოვლენები მათ წარსული განცხადებების გადაფასების აუცილებლობას დაანახებს და აღიარებენ რომ საქართველოსთან მიმართებით მცდარი პოზიცია ჰქონდათ. დროა, დასავლეთმა ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს!“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირშიც ხდება "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, ამ შემთხვევაში მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, სავსებით სამართლიანად - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები