პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატიმარ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების საქმეში ახალი გვარი გამოჩნდა

პატიმარ გელა ისაშვილის მტკიცებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი და ძალადობაში მონაწილე პირი მეექვსე დაწესებულების ციხის უფროსის მოადგილე დავით ნიკოლეიშვილია.

პატიმარი ასახელებს სასჯელაღსრულების კიდევ ერთ მაღალჩინოსანს რომლიც, გელა ისაშვილის მტკიცებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების საქმის ფიგურანტია.

ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოთავსებული ისაშვილი ადვოკატს ეუბნება, რომ საუბარია მეექვსე დაწესებულების ციხის უფროსის მოადგილე დავით ნიკოლეიშვილზე.

დავით ნიკოლეიშვილის გვარი არაადამიამური მოპყრობის შესაძლო საქმეებზე არც ერთ პატიმარს აქამდე არ დაუსახელებია, თუმცა ლაითურის ციხეში მყოფმა ისაშვილმა მასთან შესულ ადვოკატს უამბო, რომ შოთა ტრაპაიძე და დავით ნიკოლეიშვილი არიან სწორედ ის პირები, რომლებიც მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებზე ძალადობენ.

გელა ისაშვილი ის პატიმარია, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი დავითაძეზე განხიორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია მას ციხს თანამშრომლებმა პირადად დაუდასტურეს.

ისაშვილს წინა კვირას დავითაძის უფებადამცველი შეხვდა. მაშინ დარეჯან სულაშვილმა "პირველებს" უთხრა, რომ მას პატიმართან გასაუბრების ჩანაწერების გატანაზე ციხის ადმინისტრაცია უარს ეუბნებოდა, თუმცა არაც ფაქტი მედიით გახმაურდა, ადგილზე კი პოლიცია მივიდა ადვოკატმა ხელნაწერის გამოტანა შეძლო.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმე: ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, მოწმის ჩანაწერები ადვოკატს გამოატანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები