ზელენსკი მზად არის პუტინს თურქეთში შეხვდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოანთან თურქეთში ლიდერების სამმხრივი შეხვედრის გამართვა განიხილა და განაცხადა, რომ ომის დიპლომატიურ ფაზაში გადასაყვანად უკრაინა მსგავსი შედეგის მიღწევით მოხარული იქნება.

31 ოქტომბერს სტამბოლში გაიმართა ზელენსკის და ერდოანის შეხვედრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პრეზიდენტებმა განიხილეს, სამშვიდობო პროცესში თურქეთის ჩართვის შესაძლებლობა იყო.
სამი დღით ადრე თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესუბრა აშშ-ის პრეზიდენტს. ერდოანმა, მისი პრესსამსახურის ცნობით, ტრამპს უთხრა, რომ თურქეთი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური პროცესის განახლებაში.
თურქეთში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი წინ უძღოდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების განახლებას. სამი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრის მორიგი რაუნდი ნოემბერშია დაგეგმილი.
სამმხრივი ფორმატით ლიდერების შეხვედრა თურქეთში?
თურქეთში ვიზიტის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ CNN Türk-ს, რომელიც ეთერში პირველ ნოემბერს გავიდა.
ზელენსკიმ ამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს და საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება, სულ მცირე, იმისთვის, რომ ომის ცხელი ფაზა დიპლომატიურ ფაზაზე გადავიდეს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ მათი ურთიერთობები ერდოანთან და ერდოანის ურთიერთობები ტრამპსა და პუტინთან შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს.
პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოანთან განიხილა სამმხრივი ფორმატით ლიდერების თურქეთში შეხვედრის შესაძლებლობა და თუ თურქეთი ამას მიაღწევს, უკრაინა მოხარული იქნება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…