პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინაში „საჰაერო განგაშის“ აპლიკაციამ კიბერშეტევის შემდეგ მუშაობა ნაწილობრივ განაახლა

უკრაინაში ჰაკერული შეტევის შემდეგ „საჰაერო განგაშის“ აპლიკაციამ მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. დეველოპერთა გუნდის განმარტებით, განგაშის დონეების ჩვენება რუკაზე უკვე ხელმისაწვდომია, სისტემა პერსონალურ მონაცემებს არ ინახავს და მომხმარებლებს საფრთხე არ ემუქრებათ.

უკრაინაში „საჰაერო განგაშის“ აპლიკაციამ კიბერშეტევის შემდეგ მუშაობა ნაწილობრივ განაახლა
ინტერპრესნიუსი

ჰაკერული თავდასხის შემდეგ “საჰაერო განგაშის” აპლიკაციამ მუშაობა ნაწილობრივ განაახლა, - ინფორმაციას აპლიკაციის გუნდი ავრცელებს.

„კიბერშეტევის შემდეგ ჩვენ თანდათანობით აღვადგენთ “საჰაერო განგაშის” აპლიკაციას. ყვითელი და წითელი განგაშის დონეების შესახებ ინფორმაცია (შესაბამისად, დრონებით და დრონებით/რაკეტებით მასიური თავდასხმები) ახლა ხელმისაწვდომია რუკაზე. რუკაზე სამიზნის ჩვენება დროებით შეფერხებულია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მათი განმარტებით, ახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს მომავალში მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად. გუნდმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აპლიკაცია არ ინახავს და არ იყენებს პერსონალურ მონაცემებს, ამიტომ მომხმარებლებისთვის საფრთხე არ არსებობს. გუშინ, “საჰაერო განგაშის” აპლიკაციაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ვრცელდებოდა შეტყობინებები რუსულ ენაზე რადიაციული და ქიმიური საფრთხეების, ქუჩის ჩხუბის და „ორეშნიკის“ საფრთხის შესახებ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კიბერშეტევის შემდეგ ჩვენ თანდათანობით აღვადგენთ “საჰაერო განგაშის” აპლიკაციას. ყვითელი და წითელი განგაშის დონეების შესახებ ინფორმაცია (შესაბამისად, დრონებით და დრონებით/რაკეტებით მასიური თავდასხმები) ახლა ხელმისაწვდომია რუკაზე. რუკაზე სამიზნის ჩვენება დროებით შეფერხებულია,“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინასა და რუსეთში კიბერშეტევა იყო მოქალაქეთა გაფრთხილების სისტემებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები