რუსთავის ხელოვნების გალერეამ ქრისტიანობის 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლა
რუსთავის ხელოვნების გალერეამ ქრისტიანობის 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლა, სადაც დამთვალიერებელმა საკვირაო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრები, სამეუფეო სამოსი და თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ მეექვსის სუდარების ასლები იხილა.

"ქრისტიანულ მემკვიდრეობაში ასახული ქართული დეკორატიული ხელოვნება" - ქრისტიანობის 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას რუსთავის ხელოვნების გალერეამ უმასპინძლა.
დამთვალიერებელმა თბილისისა და რუსთავის საკვირაო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრებთან ერთად, თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ მეექვსის სუდარების ასლები და უნიკალური სამეუფეო სამოსი იხილა.
ექსპოზიციის პარალელურად, მსურველებმა ხატწერის, ოქრომკედით ქარგვისა და ხეზე კვეთის მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…