ფრანკფურტში საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა - დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მასობრივი არეულობის შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა 20-მდე მაღაზია დააზიანეს და გაძარცვეს, სამართალდამცველებს კი პიროტექნიკა და ქვები დაუშინეს; დაკავებულია 54 ადამიანი.

მასობრივი არეულობის შედეგად, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქუჩაში გამოსული იყო 8 000-მდე დემონსტრანტი, აქედან 1 000-ზე მეტი ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული.
აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და გაძარცვეს 20-მდე მაღაზია; სამართალდამცველებს კი პიროტექნიკა და ქვები დაუშინეს. წესრიგის აღსადგენად მობილიზებული იყო 1 300-მდე პოლიციელი. დაკავებულია 54 პირი, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.
ძალადობრივი აქციები და შეტაკებები დაფიქსირდა ქალაქ კიოლნშიც.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…