პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეგზიტპოლების თანახმად, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა

ეგზიტპოლების თანახმად, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ილიანა იოტოვამ ხმების დაახლოებით 58%-ით გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ ანდრეი გიუროვმა, რომელმაც დაახლოებით 38% მიიღო, მარცხი აღიარა.

ეგზიტპოლების თანახმად, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
ინტერპრესნიუსი

ეგზიტპოლების თანახმად, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა ეგზიტპოლების თანახმად, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის რამდენიმე ორგანიზაციის მონაცემებით, იოტოვამ ხმების დაახლოებით 58% მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი გიუროვმა კი, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიები უჭერდნენ მხარს, დაახლოებით 38%.

62 წლის იოტოვა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის მოკავშირეა. იგი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იანვარში გახდა, როდესაც რადევმა თანამდებობა დატოვა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.

გიუროვმა მარცხი აღიარა და განაცხადა, რომ ბულგარეთის მოქალაქეებმა ასეთი არჩევანი გააკეთეს და რომ შედეგები უნდა მიიღონ ისეთი, როგორიც არის.

ბულგარეთის პრეზიდენტის ფუნქციები დიდწილად ცერემონიალური ხასიათისაა, მაგრამ იგი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია; მას ასევე შეუძლია პოლიტიკური კრიზისების დროს დროებითი მთავრობების დანიშვნა და კანონებზე ვეტოს დადება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი იოტოვა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
იოტოვას ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები