ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები შავი ზღვის აკვატორიაში თავდასხმების ფონზე იმართება

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე დრონებით თავდასხმების ფონზე მიმდინარეობს, რასაც სავარაუდოდ 20 მეზღვაური ემსხვერპლა. გამოკითხვებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ილიანა იოტოვა ლიდერობს, რომელსაც ყოფილი დროებითი პრემიერი ანდრეი გიუროვი უპირისპირდება.

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები შავი ზღვის აკვატორიაში თავდასხმების ფონზე იმართება
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები შავი ზღვის აკვატორიაში თავდასხმების ფონზე იმართებაფორმულა

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შავი ზღვის აკვატორიაში გავრცელებისა და ბულგარეთის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე განხორციელებული დრონებით თავდასხმების ფონზე ტარდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე თავდასხმებს, სავარაუდოდ, ორი ათეული საერთაშორისო მეზღვაური ემსხვერპლა. მომხდარმა საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია და ბულგარეთის მთავრობას საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად მოკავშირეებისთვის დახმარების თხოვნისკენ უბიძგა.

ბულგარეთს თავდასხმების განხორციელებაში რუსეთი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მომხდარი რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურება.

არჩევნებში 27 კანდიდატი მონაწილეობს. გამოკითხვების თანახმად, ლიდერობენ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ილიანა იოტოვა და ყოფილი დროებითი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი. კვლევითი ორგანიზაცია „ალფა რისერჩის“ მონაცემებით, იოტოვას მხარდაჭერა 41%-ს, გიუროვის კი 28%-ს შეადგენს. თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების უმრავლესობას ვერ მიიღებს, მეორე ტური პირველ ნოემბერს გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის პრეზიდენტის თანამდებობა ძირითადად ცერემონიულია, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაუარესების ფონზე არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა. წამყვანი კანდიდატები თავდასხმებს გმობენ, თუმცა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გზებზე განსხვავებული პოზიციები აქვთ.

გიუროვი, რომელსაც პროდასავლური და რეფორმისტული პარტიები უჭერენ მხარს, უკრაინის მხარდაჭერას ემხრობა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებისას მან კიევთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი.

იოტოვა კი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას იანვრიდან ასრულებს, რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულების მომხრეა. მას მხარს უჭერს ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი, რომელმაც თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა.

იოტოვას გამარჯვების შემთხვევაში, ის ბულგარეთის ისტორიაში პირველი ქალი გახდება, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები