პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„დაველოდოთ მოკვლევას“ — კალაძე ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას მუნიციპალურ ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მიუღებელია წინასწარ მტკიცებით ფორმაში საუბარი იმის შესახებ, გამოიწვია თუ არა პრობლემა საკვებმა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათეულობით ბავშვი კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოხვდა, 18 სექტემბერს გავრცელდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

„დაველოდოთ მოკვლევას“ — კალაძე ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლაზე
ნეტგაზეთი

„დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული ფაქტი, არასწორი იქნებოდა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალურ ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას.

„პირველ რიგში, მინდა, ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო. მშობლების შეშფოთებაც აბსოლუტურად მესმის, რადგან მშობლები ვართ და თითოეული ჩვენგანისთვის ბავშვი განსაკუთრებულია. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ბოლო წლებში თბილისის საჯარო ბაღებში დაინერგეთ HACCP-ის სტანდარტი, რაც შესაძლებლობას იძლევა, „მწარმოებლიდან და მომწოდებლიდან დაწყებული ბენეფიციარამდე დასრულებული“, სრულად გაკონტროლდეს საკვები პროდუქტები.

„არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება, თუ არ გვაქვს აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები. სურსათის სააგენტო სისტემატურად ამოწმებს პროდუქტებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვებას, ბავშვების სათამაშოებს, რათა იყოს ეკოლოგიურად სუფთა. თეთრეულზეც კი განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული. კვებაზე ტენდერს აცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის შემდეგ, მათთან ფორმდება ხელშეკრულება. დაველოდოთ მოკვლევას, თუ სად იყო პრობლემა, რა იყო ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. ჩვენ არც პრობლემებს გავურბივართ, არც პასუხისმგებლობას. თუ არის ჩვენი მხრიდან რაიმე არასწორად გაკეთებული ან შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება“, — განაცხადა კალაძემ.

18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, წუხელ კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.

ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ.

ეს ამბავი დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ვისი განცხადებიდანაც გავიგეთ, რომ ბავშვებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინებაც. სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

თბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის

“ბავშვებს გასტროენტერიტი აღენიშნებათ, გამომწვევი ჯერ იდენტიფიცირებული არაა” — პედიატრი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას, ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას
  2. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე - ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას, ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას
  3. BM.GEოპოზიციურისაბავშვო ბაღებში პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის მოწოდებული ლაბორატორიული კვლევები - კახა კალაძე
  4. TV პირველიოპოზიციურიკახა კალაძე ბაგა-ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტებზე პირველ კომენტარს აკეთებს
  5. ალიაოპოზიციურიკახა კალაძე ბაგა-ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტებზე პირველ კომენტარს აკეთებს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბაღების სააგენტო ცილისწამებაზე მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას – კალაძე ინტოქსიკაციაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები