მაიკლ დუგლასი: არ ვიცი, რა აქვს პუტინს ასეთი ტრამპის წინააღმდეგ, რა კავშირია მათ შორის ან რატომ მიაჩნია ტრამპს, რომ პუტინს დახმარების ხელი ყოველთვის უნდა გაუწოდოს
მაიკლ კირკ დუგლასი (ინგლ. Michael Kirk Douglas; დ. 25 სექტემბერი, 1944) — ორი ოსკარისა და სამი ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. პირველად ოსკარი აიღო 1975 წელს როგორც პროდიუსერმა ფილმისთვის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.

"არ ვიცი, რა აქვს პუტინს ასეთი ტრამპის წინააღმდეგ, რა კავშირია მათ შორის ან რატომ მიაჩნია ტრამპს, რომ პუტინს დახმარების ხელი ყოველთვის უნდა გაუწოდოს. აშშ-ის მოსახლეობის 93%-ს - როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს - პუტინი არ მოსწონს. ეს ერთ-ერთი იმ იშვიათი საკითხთაგანია, რომელიც ყველა ჩვენგანს აერთიანებს“ - განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა, მსახიობმა მაიკლ დუგლასმა გადაცემაში The Joe Rogan Experience
მაიკლ კირკ დუგლასი (ინგლ. Michael Kirk Douglas; დ. 25 სექტემბერი, 1944) — ორი ოსკარისა და სამი ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. პირველად ოსკარი აიღო 1975 წელს როგორც პროდიუსერმა ფილმისთვის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ხოლო მეორედ ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მიენიჭა როგორც მსახიობს, ფილმში შესრულებული როლისთვის „უოლ-სტრიტი“. იგი ცნობილი მსახიობის კირკ დუგლასის შვილია. ჰყავს სამი ძმა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…