ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, რუსეთიდან იყო – III კვარტლის მონაცემები
საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 596.8 ათასი (26.7%) რუსეთიდან შემოვიდა. საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლებმა 3.1 მილიონს მიაღწია, თუმცა ვიზიტებზე გაწეული ხარჯები 8.2 პროცენტით შემცირდა და 5.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 596.8 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში პროცენტულად ყველაზე მეტი ვიზიტი – 26.7 პროცენტი, რუსეთიდან იყო.
მეორე ადგილზეა თურქეთი 14.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 11.0%-იანი წილით.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (695.8 ათასი), თურქეთისა (398.1 ათასი) და სომხეთის (316.2 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ჯამში, 2026 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც, საქსტატის ცნობით, 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორთა 40.1 პროცენტის ასაკი 31-50 წელი იყო.
„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 3.3 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 3.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“ – წერს საქსტატი.
საერთაშორისო ვიზიტორების 82.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების [ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე] წილმა 14.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.6 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში,
რაც შეეხება შემოსავლებს, საქსტატის ცნობით, 2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ფოტოზე: ლარსი, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/ზურაბ ქურციკიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…