ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წელს 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $3.8 მლრდ მიიღო | ზრდა 4%-ია

საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა. მხოლოდ III კვარტალში შემოსავალმა 1.86 მლრდ დოლარი შეადგინა, სადაც ყველაზე დიდი წილი რუსეთზე (334.2 მლნ დოლარი) და ევროკავშირზე (310.2 მლნ დოლარი) მოდის.

წელს 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $3.8 მლრდ მიიღო | ზრდა 4%-ია
წელს 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $3.8 მლრდ მიიღო | ზრდა 4%-იაBM.GE

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა.

უშუალოდ მესამე კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 1.86 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16.6%-ით განისაზღვრა და 310.2 მილიონ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 30%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, III კვარტალში გაზრდილია რუსეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 32.3%, 24.8%, 18.6% და 52.5%-ით და შესაბამისად, $334.2 მლნ-ს, $234.9 მლნ-ს, $78.8 მლნ-ს და 68.4 მლნ დოლარს უტოლდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ირანიდან და საუდის არაბეთიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 21.3%-ით, და 31.9%-ით შემცირდა შესაბამისად, $33.8 მილიონ და 58.5 მლნ დოლარამდე.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მესამე კვარტალში ასე ნაწილდება:

რუსეთი - 334.2 მლნ დოლარი;

ევროკავშირი - 310.2 მლნ დოლარი;

ისრაელი - 234.9 მლნ დოლარი;

თურქეთი - 173.2 მლნ დოლარი;

აზერბაიჯანი - 78.8 მლნ დოლარი;

უკრაინა - 68.4 მლნ დოლარი;

სომხეთი - 66.4 მლნ დოლარი;

საუდის არაბეთი - 58.5 მლნ დოლარი;

ბელარუსი - 44.4 მლნ დოლარი;

ირანი - 33.8 მლნ დოლარი;

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები