ჯანდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბავშვო ბაღიდან კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა უწევთ. უწყების ცნობებით, ხარჯებს სრულად სახელმწიფო ფარავს.

ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება:
"ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან.
განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.