პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოქტომბერში დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა 54 400 რუსი სამხედრო მოსამსახურე

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოქტომბერში რუსეთის არმიის 54 400 სამხედრო დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი 96.2 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება შეძლეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოქტომბერში დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა 54 400 რუსი სამხედრო მოსამსახურე
ინტერპრესნიუსი

ოქტომბერში რუსეთის არმიის 54 400 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა, რაც ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბერში თავდაცვის ძალებმა უკრაინის ტერიტორიის 96.2 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ეს რუსეთის ჯარების მიერ იმავე პერიოდში დაკავებული ტერიტორიებზე 10.4 კვადრატული კილომეტრით მეტია.

„რუსეთი დანაკარგებს განიცდის. ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიას და უზრუნველვყოფთ, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს. ამ გიჟური დანაკარგების შესაჩერებლად, რუსეთს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატია სჭირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოკუპანტების ოქტომბრის დანაკარგები ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის მოსახლეობას შეადარა. მათი შეფასებით, ეს ასევე წითელ მოედანზე დაახლოებით ცხრა სამხედრო აღლუმს ან მოსკოვის მეტროს დაახლოებით 200 ვაგონს უდრის.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთი დანაკარგებს განიცდის. ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიას და უზრუნველვყოფთ, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს. ამ გიჟური დანაკარგების შესაჩერებლად, რუსეთს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატია სჭირდება“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ოქტომბერიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები