პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არეულობები ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში ეპირფერებოდა მემარცხენე ექსტრემიზმს; ამას ემატება უკონტროლო მიგრაცია, როცა დამნაშავეებს არანაირი შედეგის შიში არ აქვთ - AfD-ის ლიდერი ალის ვაიდელი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარი არეულობები ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მემარცხენე ექსტრემიზმისადმი პირფერობისა და უკონტროლო მიგრაციის შედეგია, რასთან გამკლავებაც მხოლოდ AfD-ს შეუძლია.

არეულობები ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში ეპირფერებოდა მემარცხენე ექსტრემიზმს; ამას ემატება უკონტროლო მიგრაცია, როცა დამნაშავეებს არანაირი შედეგის შიში არ აქვთ - AfD-ის ლიდერი ალის ვაიდელი
რუსთავი 2

გერმანიაში გამართულ საპროტესტო აქციებს, რომელიც სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა, "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერი ალის ვაიდელი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ გერმანიის რამდენიმე ქალაქში გამართული დემონსტრაციები და მისი შედეგები, რასაც მაღაზიების ძარცვა და დაკავებები მოჰყვა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკის შედეგია, ამ შედეგებთან გამკლავება კი გერმანიაში მხოლოდ მათ პარტიას, AfD-ს შეუძლია.

"გუშინდელი არეულობები CDU-ს (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის) იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში ეპირფერებოდა და ხელს უწყობდა მემარცხენე ექსტრემიზმს; ამას ემატება უკონტროლო მიგრაცია, რომლის პირობებშიც დამნაშავეებს არანაირი შედეგის შიში არ აქვთ.

გუშინდელ მოვლენებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს შედეგები და ამის უზრუნველყოფა მხოლოდ AfD-ს ("ალტერნატივა გერმანიისთვის") შეუძლია. დაშავებულ პოლიციელებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აცხადებს AfD-ის ერთ-ერთი ლიდერი.

შეგახსენებთ, გერმანიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ფრანკფურტში, ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგში ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სკოლების არასაკმარის დაფინანსებას, ცხოვრების მაღალ ფასს, სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ადგილი ჰქონდა სამართალდამველებთან შეტაკებებს, დაარბიეს და გაძარცვეს მაღაზიები, არიან დაკავებულები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გუშინდელი არეულობები CDU-ს (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის) იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში ეპირფერებოდა და ხელს უწყობდა მემარცხენე ექსტრემიზმს; ამას ემატება უკონტროლო მიგრაცია, რომლის პირობებშიც დამნაშავეებს არანაირი შედეგის შიში არ აქვთ. გუშინდელ მოვლენებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს შედეგები და ამის უზრუნველყოფა მხოლოდ AfD-ს ("ალტერნატივა გერმანიისთვის") შეუძლია. დაშავებულ პოლიციელებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“
„) შეუძლია. დაშავებულ პოლიციელებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს - „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია, ხალხს ცვლილებები სურსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები