პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია

უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ლინიკმა "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელია მე-3 ადგილზე დაასახელა, ხოლო კილიან მბაპე ტოპ 10-ში არ შეიყვანა. ლინიკის თქმით, მან პირველ ადგილზე ფაბიან რუისი დააყენა, რადგან ის გუნდისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს.

უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
სპორტალი

უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ლინიკმა, რომელსაც თავისი ქვეყნიდან "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხმის მიცემა შეეძლო, ტოპ 10-ში "რეალის" ვარსკვლავი კილიან მბაპე არ შეიყვანა. საინტერესოა, რომ მანვე წლევანდელი გამარჯვებული ჰარი კეინი მხოლოდ მე-9 ადგილზე გაიყვანა, კვარაცხელიას მე-3 პოზიცია მიაკუთვნა, მისი რჩეული კი ფაბიან რუისია. ლინიკმა თავისი გადაწყვეტილება "ტრიბუნასთან" საუბარში ახსნა.

"ვფიქრობ, წელს "ოქროს ბურთის" მოპოვების ბევრი კანდიდატი იყო. ჩემი აზრით, ეს დაახლოებით 8-10 ადამიანს გულისხმობს. იყვნენ აშკარა ფავორიტები და იყვნენ მეორე ეშელონის ფავორიტებიც. სხვათა შორის, ჩემი აზრით, ჰარი კეინი სწორედ მეორე ეშელონის ფავორიტებს მიეკუთვნებოდა, რადგან წელს მას არცერთი მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია. არადა, ეს ხმის მიცემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია, განსაკუთრებით ისეთ წლებში, როდესაც მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატები იმართება.

შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ გამარჯვებული ის გახდებოდა, ვინც რაიმე მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა. ამ კუთხით, ესპანელები, სავარაუდოდ, აშკარა ფავორიტები იყვნენ. თუმცა, თითოეულ მათგანს რაღაც აკლდა.

პირველ ადგილზე ფაბიან რუისი დავაყენე. მას, როგორც ფეხბურთელს, დიდი ხანია ვაკვირდები. ის შესანიშნავი მოთამაშე და უნივერსალია. მან პსჟ-სთან ერთად ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გარდა ამისა, ის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

სწორედ ამიტომ მივიჩნიე, რომ ეს, სავარაუდოდ, მისი კარიერის პიკი იყო. ის, ისევე როგორც თავის დროზე როდრი, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ასე რომ, პროფესიული თვალსაზრისით, ჩემი აზრით, სწორედ ფაბიანი უნდა ყოფილიყო სიის სათავეში.

ჩემს სიაში მას მოსდევენ კუბარსი და კვარაცხელია. საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ დეკლან რაისი და როდრი. ჰარი კეინი კი წელს მეცხრე ადგილზე დავაყენე. თუმცა, გეტყვით ერთ რამეს: ხმის მიცემისას რომ არ ვყოფილიყავი ჟიურის წევრი და პროფესიონალი საფეხბურთო ჟურნალისტი, არამედ რიგითი გულშემატკივარი, მაშინ კეინს, სავარაუდოდ, "ოქროს ბურთის" ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ კანდიდატად მივიჩნევდი.

თუმცა, France Football-ი მოითხოვს, რომ კონკრეტული ფეხბურთელების მიმართ პირადი დამოკიდებულება გვერდზე გადავდოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ხმის მიცემის გარკვეული კრიტერიუმები, რაც ზოგჯერ შეიძლება საკმაოდ რთულიც იყოს. მაგრამ, თუ კენჭისყრაში მონაწილეობ, ეს ნიშნავს, რომ ეთანხმები იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ჟიურის წევრად ყოფნისას გევალება.

როდესაც მეგობრები "ოქროს ბურთის" შესახებ მეკითხებიან, ვპასუხობ, რომ ზოგჯერ პროფესიული მოსაზრება და გულშემატკივრული ემოციები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ჩემზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ მაგალითად, გასულ სეზონში, როდესაც პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო, სწორედ ფაბიან რუისი იყო ის მოთამაშე, რომელმაც გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა, მოედანზე ყველაზე მეტი დრო გაატარა და ყველაზე ხშირად იყო სასტარტო შემადგენლობაში. ანუ, ლუის ენრიკესა და ლუის დე ლა ფუენტესთვის ის გუნდის ტვინია. როდრისთან ერთად კი ისინი ისეთ ძალას წარმოადგენენ, რომ მათ წინააღმდეგ თამაში მეტოქისთვის ძალიან რთულია.

ხანდახან ნახევარმცველები ან მცველები, მოკლედ, ისინი, ვინც უშუალოდ თავდამსხმელები არ არიან მაყურებლისთვის ნაკლებად მიმზიდველნი და ნაკლებად ვარსკვლავურნი ჩანან. გოლი გუნდური თამაშის საბოლოო ეტაპია თუმცა, თუ ფეხბურთს როგორც პროცესს შევხედავთ, დავინახავთ, რომ გოლამდე მრავალი მოსამზადებელი ფაზაა.

ჩემი აზრით, ყურადღებას იმსახურებენ ის მოთამაშეებიც, რომლებიც ამ ყველა ეტაპში მონაწილეობენ და მათში საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. ძალიან მიხარია ფეხბურთისთვის, როდესაც ჯილდოს მცველი იგებს, როგორც ეს 2006 წელს კანავაროს შემთხვევაში მოხდა, ან როდესაც გამარჯვებული როდრისნაირი ფეხბურთელია.

როდესაც ასეთ პოზიციებზე მოთამაშე ფეხბურთელები "ოქროს ბურთს" იგებენ, ეს ჯილდოს პრესტიჟსა და ღირებულებასაც მატებს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არ არის ჯილდო საუკეთესო ბომბარდირისთვის. France Football საუკეთესო თავდამსხმელისთვის ცალკე პრიზს გასცემს. ეს ჯილდო კი წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეკუთვნის.

სულაც არ ვარ იმედგაცრუებული იმით, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს სხვებზე მაღლა ვაყენებდი, თუმცა საბოლოოდ სხვა მოთამაშემ გაიმარჯვა. როგორც გულშემატკივარს, ძალიან მიხარია ჰარი კეინის გამო. ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატებზე, სადაც სამწუხაროდ, უკრაინის ნაკრები ხშირად ვერ ხვდება. ჩემი სიმპათიები თითქმის ყოველთვის ინგლისის ან იტალიის მხარესაა", - თქვა ლინიკმა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
მოიგებს თუ არა კვარაცხელია ოქროს ბურთს? | მოლოდინებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები