პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი კიდევ ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და იარაღით მუქარა ედება. უწყების ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი კიდევ ერთი პირი
ბათუმელები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავა.

„დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი მუქარის ბრალდებით იძებნებოდა“ – წერს შს სამინისტრო.

უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბოლო თვეების განმავლობაში შსს ინტერპოლის მიერ ძებნილი არაერთი პირის დაკავებაზე წერს. ბოლო ასეთი ინფორმაცია უწყებამ გუშინ, 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბათუმში დააკავეს 12 წლამდე ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოაჭარის პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
  2. ალიაოპოზიციურიაჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი მუქარის ბრალდებით იძებნებოდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები