პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარიზში აქცია პოლიციამ ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა. „ქრონიკა“ საფრანგეთიდან

პარიზში პოლიციამ საპროტესტო აქცია ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა, რასაც წინ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და პოლიციელის მისამართით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა უძღოდა.

პარიზში აქცია პოლიციამ ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა. „ქრონიკა“ საფრანგეთიდან
იმედინიუსი

პარიზში აქცია პოლიციამ ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა. უსაფრთხოების ზომების უპრეცედენტოდ გამკაცრების მიზეზი, მასშტაბური პროტესტის ახალი ტალღის დაანონსებაა.

მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გაჩხრიკეს.

გუშინვე საფრანგეთის პოლიციამ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ პოლიციის ოფიცერს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს, რის შემდეგაც მას ცეცხლი წაეკიდა.

პარიზში იმყოფება „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი. როგორც აქციის მონაწილეებმა „ქრონიკასთან“ განაცხადეს, მთავრობა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვეღარ უმკლავდება და პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა პრობლემა არ მოგვარდება.

„სკოლებში პრობლემები ნამდვილად არსებობს. ფაქტობრივად ღარიბები ვართ, სახლში ფანჯარა ჩამტვრეული მაქვს, ამიტომ ძალიან ცივა. უამრავი ასეთი პრობლემაა. ყველაფერი ისეთი ძვირია, რთულია საფრანგეთში ცხოვრება, ქუჩაში მომავალშიც გავალ და ყველა ასე მოვიქცევით. ეს აქცია მხოლოდ მცირე პროტესტია“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ქრონიკასთან“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სკოლებში პრობლემები ნამდვილად არსებობს. ფაქტობრივად ღარიბები ვართ, სახლში ფანჯარა ჩამტვრეული მაქვს, ამიტომ ძალიან ცივა. უამრავი ასეთი პრობლემაა. ყველაფერი ისეთი ძვირია, რთულია საფრანგეთში ცხოვრება, ქუჩაში მომავალშიც გავალ და ყველა ასე მოვიქცევით. ეს აქცია მხოლოდ მცირე პროტესტია“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პარიზში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს, რა დროსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. „ქრონიკის“ ექსკლუზიური კადრები პარიზიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები