"ხელისუფლება დაბრმავებულია. მთავრობა უნდა გამოფხიზლდეს და უნდა იმოქმედოს. ხალხმა ელემენტარულად ცხოვრება უნდა შეძლოს" - საფრანგეთის აქციის მონაწილეები "კურიერის" ობიექტივში
საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დასაშლელად ქუჩაში 70 000 პოლიციელი გამოვიდა, რომლებმაც ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება დაბრმავებულია და ცხოვრების გაძვირების ფონზე სოციალურ ცვლილებებს ითხოვენ.
საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. დაძაბული ვითარება იყო პარიზში, ლიონში, მარსელსა და სხვა ქალაქებში. ქუჩაში გამოვიდა 70 000 პოლიციელი, მათ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ადგილზე უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს "კურიერის" გადამღები ჯგუფი.
აქციის მონაწილეები ითხოვენ სხვადასხვა სოციალური საკითხების გაუმჯობესებას. ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება მშვიდია. კიდევ ერთი აქცია 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
"ხელისუფლება დაბრმავებულია. მთავრობა უნდა გამოფხიზლდეს და უნდა იმოქმედოს. ხალხმა ელემენტარულად ცხოვრება უნდა შეძლოს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის, უკეთესი განათლებისთვის, უკეთესი ჯანდაცვისთვის. ჩვენი ცხოვრებისთვის, რადგან ცხოვრება ძალზე ძვირი გახდა და ამას ვეღარ ვწვდებით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე "კურიერთან".
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ მათი პროტესტის მიზანი ცვლილებებია.
"თავს სრულიად იგნორირებულად ვგრძნობთ, თითქოს ჩვენი ხმა საერთოდ არ ისმის. ჩვენი პროტესტი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. აქციების მიზანი კი ცვლილებებია", - ამბობს კიდევ ერთი ახალგაზრდა.
აქციის და შეკრებების შესახებ საუბრობს საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე:
"იმდენ უფლებას გვიზღუდავენ, რომ ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. და ერთადერთი, რაც უნდათ, ჩვენი დაყოფაა. ჩვენ ახლა ყველანი ერთად ვდგავართ და იმედია, მიზანს მივაღწევთ".
ციტატები სტატიიდან
„ხელისუფლება დაბრმავებულია. მთავრობა უნდა გამოფხიზლდეს და უნდა იმოქმედოს. ხალხმა ელემენტარულად ცხოვრება უნდა შეძლოს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის, უკეთესი განათლებისთვის, უკეთესი ჯანდაცვისთვის. ჩვენი ცხოვრებისთვის, რადგან ცხოვრება ძალზე ძვირი გახდა და ამას ვეღარ ვწვდებით“
„თავს სრულიად იგნორირებულად ვგრძნობთ, თითქოს ჩვენი ხმა საერთოდ არ ისმის. ჩვენი პროტესტი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. აქციების მიზანი კი ცვლილებებია“
„იმდენ უფლებას გვიზღუდავენ, რომ ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. და ერთადერთი, რაც უნდათ, ჩვენი დაყოფაა. ჩვენ ახლა ყველანი ერთად ვდგავართ და იმედია, მიზანს მივაღწევთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…