ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ენერგეტიკის განვითარების ფონდი $10-დან $50 მილიონამდე გრანტების მოზიდვას გეგმავს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მწვანე პროექტების დასაფინანსებლად 10-დან 50 მილიონ აშშ დოლარამდე გრანტების მოზიდვაზე მუშაობს. ფონდის პროექტების მართვის დირექტორის, თამაზ ახვლედიანის განცხადებით, ორგანიზაციამ გაეროს მწვანე კლიმატის ფონდის აკრედიტაცია მოიპოვა და ამჟამად საგრანტო განაცხადების დამუშავების დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს.

ენერგეტიკის განვითარების ფონდი $10-დან $50 მილიონამდე გრანტების მოზიდვას გეგმავს
ენერგეტიკის განვითარების ფონდი $10-დან $50 მილიონამდე გრანტების მოზიდვას გეგმავსBM.GE

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი „მწვანე პროექტების“ დასაფინანსებლად საერთაშორისო საგრანტო რესურსების მოზიდვაზე მუშაობს. ფონდის პროექტების მართვის დირექტორი თამაზ ახვლედიანი BMG-სთან აცხადებს, რომ ორგანიზაციამ გაეროს „მწვანე კლიმატის ფონდის“ აკრედიტაცია მოიპოვა, რაც ქვეყანასა და ფონდს 10-დან 50 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის გრანტების მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს.

ახვლედიანის განმარტებით, ამ ეტაპზე, საგრანტო განაცხადებისა და პროექტების დამუშავების დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს, რის გამოც, კონკრეტული წარდგენილი პროექტების დასახელებისგან ფონდი ჯერჯერობით თავს იკავებს.

მისივე თქმით, მოპოვებული აკრედიტაციის ფარგლებში $10-დან $50 მილიონამდე საგრანტო ბიუჯეტი შესაძლებელია მიემართოს როგორც ერთიან მსხვილ პროექტზე, ისე რამდენიმე შედარებით მცირე პროექტზე ნაწილ-ნაწილ.

ამასთან, საგრანტო დაფინანსება მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორზე არ არის შეზღუდული - იგი შეიძლება მოიცავდეს სხვა არაენერგეტიკულ „მწვანე ინიციატივებსაც“. განაცხადების წარდგენა და თანამშრომლობა შეუძლია როგორც სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, ისე კერძო სექტორს.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა შემოსულ წინადადებას. შეირჩევა ისეთი პროექტები, რომლებიც იქნება საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის, დარგისთვის და უპასუხებს „მწვანე კლიმატის ფონდის“ მთავარ მისიას - პლანეტასა და გარემოზე ზრუნვას“, - აცხადებს ახვლედიანი BMG-სთან.

მისივე თქმით, საგრანტო მიმართულების პარალელურად, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი აგრძელებს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას. ამ ეტაპზე ფონდის პორტფელში ჯამურად დაახლოებით, 350 მეგავატის სიმძლავრის პროექტებია. მათგან ნაწილი მშენებლობის ეტაპზეა და ექსპლუატაციაში შედის, ხოლო ნაწილზე სრულდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და უახლოეს მომავალში სამშენებლო ფაზაში გადავა.

სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს გრანტის მიღებისა და გაცემის უფლებამოსილება მთავრობამ 2025 წლის ივნისში მიენიჭა. ფონდში აცხადებდნენ, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი საერთაშორისო კლიმატური დაფინანსების ეფექტიანად გამოყენებისთვის.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ განვიხილავთ ყველა შემოსულ წინადადებას. შეირჩევა ისეთი პროექტები, რომლებიც იქნება საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის, დარგისთვის და უპასუხებს „მწვანე კლიმატის ფონდის“ მთავარ მისიას - პლანეტასა და გარემოზე ზრუნვას“
თამაზ ახვლედიანი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რას საქმიანობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელსაც მთავრობა აუქმებს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები