რა ქონებას ფლობს გოგიტა თოდრაძე: რამდენიმე საცხოვრებელი ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სასტუმრო ნომერი ბათუმში და 132 ათასი ლარის წლიური შემოსავალი ...
რამდენიმე საცხოვრებელი ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სასტუმრო ნომერი ბათუმში და 132 ათასი ლარის წლიური შემოსავალი - ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ქონებრივი დეკლარაციის მონაცემებია.

რამდენიმე საცხოვრებელი ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სასტუმრო ნომერი ბათუმში და 132 ათასი ლარის წლიური შემოსავალი - ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ქონებრივი დეკლარაციის მონაცემებია.
მიმდინარე წლის აგვისტოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, გოგიტა თოდრაძის საკუთრებაშია:
154.6 კვ.მეტრი ფართობის ბინა თბილისში - შეძენილია 2020 წელს, 82 000 აშშ დოლარად;
38.9 კვ.მეტრი ფართობის ბინა თბილისში - შეძენილია 2016 წელს, 19 600 აშშ დოლარად;
70 კვ.მეტრი ფართობის ბინა თბილისში - შეძენილია 2010 წელს, 28 500 აშშ დოლარად;
17.02 კვ.მეტრი ფართობის უძრავი ქონება - შეძენილია 2014 წელს;
920 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი ორბეთში - შეძენილია 2025 წელს, 9 500 აშშ დოლარად;
1023 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ აგარაკში - შეძენილია 2024 წელს, 80 000 აშშ დოლარად;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - სოფლებში შემოქმედსა და წითელმთაში მდებარე ხუთი მიწის ნაკვეთის 20-20%-იანი წილი, რომელიც მიღებულია მემკვიდრეობით;
სოფელ წითელმთაში - 1820 კვ.მ მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი, მიღებულია ასევე მემკვიდრეობით;
46 კვ.მეტრი ფართობის სასტუმროს ნომერი (მშენებარე) ბათუმში - შეძენილია 2025 წელს, 44 160 აშშ დოლარად იპოთეკური სესხით;
ავტოფარეხი თბილისში - შეძენილია 2018 წელს, 500 დოლარად. გარდა ამისა, გოგიტა თოდრაძე სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის ფასიან ქაღალდებსაც ფლობს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ მას მცირე რაოდენობის აქციები ჯამში, 16 კომპანიაში აქვს, ისეთებში როგორიცაა: Apple, Tesla, Amazon, Toyota Motor Corporation, BP, Alibaba Group, Microsoft Corporation და სხვა. {თითოეულ კომპანიაში მისი აქციების რაოდენობა 0.3-ს არ აღემატება. 2025-2026 წლებში ფასიანი ქაღალდების შესაძენად მას ჯამში 152.68 აშშ დოლარი აქვს გადახდილი}.
დეკლარაციის შევსების მომენტში გოგიტა თოდრაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 6670 ლარი ჰქონდა.
დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს გოგიტა თოდრაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე შემოსავლის სახით 115 364 ლარი მიიღო; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სრული პროფესორის პოზიციაზე - 14 472 ლარი; ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეულ ლექტორად მუშაობისთვის - 2170 ლარი.
ამასთან, გოგიტა თოდრაძე შპს „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის“ 20%-იანი წილის მფლობელია, თუმცა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, კომპანია არ ფუნქციონირებს.
დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს გოგიტა თოდრაძის გასავალმა სესხების მომსახურებისა და სხვა ვალდებულებების დასაფარად, 8146 ევრო; 12 ათასი დოლარი და 57 932 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება გოგიტა თოდრაძის მეუღლის ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Mercedes-Benz ML, რომელიც 2018 წელს 11 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი. დეკლარაციის შევსების მომენტში მის საბანკო ანგარიშებზე ჯამში 700 ლარზე მეტი იყო.
დოკუმენტის მიხედვითვე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მეუღლე ორ საბავშვო ბაღში ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობდა, საიდანაც გასულ წელს შემოსავლის სახით, ჯამში, 8146 ლარი მიიღო.
ამასთან, ის არის შპს GT Group-ის მფლობელი და დირექტორი. თუმცა, დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…