სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ისტორიული სახლების აღდგენაზე საბიუჯეტო მილიონები დაიხარჯა, თუმცა ადგილობრივების თქმით, უხარისხო სამუშაოების გამო ფასადები ირეცხება და შენობებს ყოველწლიურად თავიდან არემონტებენ.
7 წელია, აბასთუმნის შუაგულში მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების ისტორიული სახლები აღდგენა - რეაბილიტაცია მიდის, აკეთებენ ნაწილ-ნაწილ და ბოლოში ჯერ არ გასულან. ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, სამუშაოების პირველი ნაკადი დიდი ხნის წინ დასრულდა, თუმცა შენობებს ყოველ წელს რემონტს თავიდან უტარებენ, რადგან ადგილობრივების თქმით, უხარისხო სამუშაოების გამო ფასადი ირეცხება.
ხელშეკურებაში, რომელიც აბასთუმანში ისტორიული სახელების რეაბილიტაციაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და სააქციო საოზგადოება "ერის ემდს" შორის გაფორმდა დეტალურად არის გაწერილი, რა ფასად და რა სამუშოაები უნდა შეესრულებინა ხალხის ფულით კერძო კოპნიას.
დოკუმენტის მე 17-ე გვერდზე წერია, ისიც შენობის სწყლისგან დასაცავად რა სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ. აქ გაწერილია, მთელი რიგი ჰიდრო საიზოლაციო სამუშაოები. ჩვენ არ ვიცით, ეს სამუშაოები ფურცლეზე შესრულდა თუ რეალუად, თუმცა ფაქტია, რომ ხალხი აღარ მალავს აბასთუმაში არსებულ პრობლემებს.
რეაბილიტაცია აბასთუმნის ისტორიულ სახლში 2019 წელს დაიწყო, მილიონობით ლარი ისტორიული სახლების შეკეთებაზე გამოიყო და მთელი სამთავროვრობო პროპაგანდაც იმას ყვებოდა, თუ როგორი ააყვავა ბიძინა ივანიშივლმა კურორტი, ფული ივანიშვილს ამ სახლების რეაბილიტაციითვის არ დაუხაჯრავს, ეს ხალხის ფულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დღეს მთელი აბასთუმანი გადათხრილია, დაბის რეაბილიტაციაზე მილიონები იხარჯება, ხალხი ამბობს, რომ შედეგი არაფერია. ზოგან რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ზოგან დასრულდა და ისევ თავიდან არემონტებენ.
ბოლო ინფორმაციით, აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.
თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…