ლევან მახაშვილი: თუ საქართველო გაგზავნიდა მებრძოლ მოხალისეებს უკრაინაში, თუ დაკეტავდა ცას, დაკეტავდა ხმელეთს, მოახდენდა ესკალაციას, დიდი ალბათობით იქნებოდა ის, რომ ახალგაზრდები დღეს უკრაინაში სანგრებში ისხდებოდნენ უკრაინელების მსგავსად - ეს არ არის თეორიული საუბარი, ჩვენ ეს ვნახეთ
ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს უკრაინაში მოხალისეები რომ გაეგზავნა, ცა და ხმელეთი დაეკეტა და ესკალაცია მოეხდინა, ქართველი ახალგაზრდები დღეს უკრაინელების მსგავსად სანგრებში ისხდებოდნენ.

თუ საქართველო გაგზავნიდა მებრძოლ მოხალისეებს უკრაინაში, თუ საქართველო დაკეტავდა ცას, დაკეტავდა ხმელეთს, მოახდენდა ესკალაციას, დიდი ალბათობით იქნებოდა ის, რომ ახალგაზრდები დღეს უკრაინაში სანგრებში ისხდებოდნენ უკრაინელების მსგავსად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
„ეს არ არის თეორიული საუბარი, ჩვენ ეს ვნახეთ. სამჯერ გადავიარეთ უახლოეს ისტორიაში - რა იქნებოდა, როდესაც ჩვენ ვიწყებდით რუსეთთან ესკალაციას. დღეს იცით რა იქნებოდა, ახალგაზრდების უმრავლესობა უკრაინელების მსგავსად სანგრებში ისხდებოდნენ და იმაზე კი არ გვექნებოდა საუბარი, შემდეგ წელს ბიუჯეტი რამდენით უნდა გავზარდოთ, არამედ იქნებოდა იმაზე, რაზეც დღეს უკრაინელები მსჯელობენ - იქნებ ზამთარი რაღაცნაირად გადავიტანოთ“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ეს არ არის თეორიული საუბარი, ჩვენ ეს ვნახეთ. სამჯერ გადავიარეთ უახლოეს ისტორიაში - რა იქნებოდა, როდესაც ჩვენ ვიწყებდით რუსეთთან ესკალაციას. დღეს იცით რა იქნებოდა, ახალგაზრდების უმრავლესობა უკრაინელების მსგავსად სანგრებში ისხდებოდნენ და იმაზე კი არ გვექნებოდა საუბარი, შემდეგ წელს ბიუჯეტი რამდენით უნდა გავზარდოთ, არამედ იქნებოდა იმაზე, რაზეც დღეს უკრაინელები მსჯელობენ - იქნებ ზამთარი რაღაცნაირად გადავიტანოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…