ლევან მახაშვილი: მოშლილია საერთაშორისო სამართალი, წესრიგი არ არსებობს. კანონებით ვცდილობთ ჩვენი თავის დაცვას და ერთ-ერთი ასეთი კანონი, თუ გნებავთ ფარი დემოკრატიის, ეს იყო გამჭვირვალობის პაკეტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სამართალი მოშლილია, წესრიგი აღარ არსებობს და საქართველო საკუთარი თავის დასაცავად კანონებს, მათ შორის „გამჭვირვალობის პაკეტს“ იყენებს.

მოშლილია საერთაშორისო სამართალი, წესრიგი არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის თქმით, ყველა თავისი ინტერესით ცდილობს მაქსიმალურად მოიხვეჭოს ყველაფერი, რაც შეუძლია, წესებით ან წესების გარეშე.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი დისკუსია. მითუმეტეს, დღევანდელობაში ეს გლობალურად გაშლილი დისკუსიაა. ანუ, როგორ უნდა მოახერხოს სუვერენულმა სახელმწიფომ საკუთარი თავის დაცვა დღევანდელ თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევების ეპოქაში. ეს კითხვა წამოვიდა იქიდან, რომ ხუთი წლის წინ ჩვენ შესაძლოა სხვა სამყაროში ვცხოვრობდით, დღეს საერთოდ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ. მოშლილია საერთაშორისო სამართალი, წესრიგი არ არსებობს. მეგობრები, მტრები - ასეთი რამ არ არსებობს. ყველა თავისი ინტერესით ცდილობს, მაქსიმალურად მოიხვეჭოს ყველაფერი, რაც შეუძლია, წესებით ან წესების გარეშე. წესებით - ტკბილი საუბრით და იმ დიპლომატიური წესებით, რაც მანამდე იყო დადგენილი, ან წესების გარეშე და ჩვენ არაერთი ვნახეთ, წესების გარეშე რა იყო. ეს არის პირდაპირი ჩარევები არჩევნებში, სხვადასხვა ტიპის ზეწოლებით გავლენების მოპოვება და ა.შ. ასეთ გარემოში, ამ კონტექსტში საქართველოს რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა. არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ ბირთვული ბომბი არ გვაქვს, ერთადერთი, რითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ, ჩვენი ფარი რა შეიძლება იყოს - ეს არის კანონები. კანონებით ვცდილობთ ჩვენი თავის დაცვას და ერთ-ერთი ასეთი კანონი, თუ გნებავთ ფარი დემოკრატიის, ეს იყო გამჭვირვალობის პაკეტი“, - აღნიშნა მან.
ციტატები სტატიიდან
„რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი დისკუსია. მითუმეტეს, დღევანდელობაში ეს გლობალურად გაშლილი დისკუსიაა. ანუ, როგორ უნდა მოახერხოს სუვერენულმა სახელმწიფომ საკუთარი თავის დაცვა დღევანდელ თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევების ეპოქაში. ეს კითხვა წამოვიდა იქიდან, რომ ხუთი წლის წინ ჩვენ შესაძლოა სხვა სამყაროში ვცხოვრობდით, დღეს საერთოდ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ. მოშლილია საერთაშორისო სამართალი, წესრიგი არ არსებობს. მეგობრები, მტრები - ასეთი რამ არ არსებობს. ყველა თავისი ინტერესით ცდილობს, მაქსიმალურად მოიხვეჭოს ყველაფერი, რაც შეუძლია, წესებით ან წესების გარეშე. წესებით - ტკბილი საუბრით და იმ დიპლომატიური წესებით, რაც მანამდე იყო დადგენილი, ან წესების გარეშე და ჩვენ არაერთი ვნახეთ, წესების გარეშე რა იყო. ეს არის პირდაპირი ჩარევები არჩევნებში, სხვადასხვა ტიპის ზეწოლებით გავლენების მოპოვება და ა.შ. ასეთ გარემოში, ამ კონტექსტში საქართველოს რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა. არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ ბირთვული ბომბი არ გვაქვს, ერთადერთი, რითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ, ჩვენი ფარი რა შეიძლება იყოს - ეს არის კანონები. კანონებით ვცდილობთ ჩვენი თავის დაცვას და ერთ-ერთი ასეთი კანონი, თუ გნებავთ ფარი დემოკრატიის, ეს იყო გამჭვირვალობის პაკეტი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…