შოთა ქევხიშვილმა წლიური საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს დიღმის მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ქევხიშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა, სადაც ისაუბრა 67 უკანონო ავტოფარეხის დემონტაჟზე, 33 ლოკაციაზე ასფალტის დაგებასა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა შოთა ქევხიშვილმა წლიური საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
შოთა ქევხიშვილი არის თბილისის საკრებულოს დიდუბე 2-ის (დიღომი) მაჟორიტარი დეპუტატი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის, ასევე სატრანსპორტო საკითხთა კომისიების წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.
თბილისის საკრებულოს დიღმის მაჟორიტარი დეპუტატის წლიური ანგარიში ძირითადად სამაჟორიტარო ოლქში მის საქმიანობას ასახავს. შოთა ქევხიშვილმა ანგარიშის წარდგენისას სოციალურ მიმართულებებზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროექტებზე, რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და გზების რეაბილიტაციაზე, ასევე სკოლების რეაბილიტაციაზე ისაუბრა.
როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, მის სამაჟორიტარო ოლქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების ქირით უზრუნველყოფა მოხდა. გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დიღმის მასივში განხორციელდა ლიფტების რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წითელ ხაზებში მოქცეული წყალსაკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დიღმის მასივში 33 ლოკაციაზე დაიგო ასფალტის საფარი, რაც ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას.
შოთა ქევხიშვილმა დეტალურად ისაუბრა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, რაც სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს.
საანგარიშო პერიოდში დიღმის მასივში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად გათავისუფლდა 1 350 კვ.მ ფართობი, ჯამში 67 ავტოფარეხის ტერიტორია. როგორც შოთა ქევხიშვილმა განაცხადა, აღნიშნული სამუშაოები ხელს უწყობს ურბანული გარემოს მოწესრიგებას და ათავისუფლებს სივრცეებს მოქალაქეებზე მორგებული რეკრეაციული ზონებისთვის. დიღომში აქტიურად განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რომელთა ღირებულებამ 340 000 ლარი შეადგინა. მაჟორიტარმა დეპუტატმა სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობაზე, ასევე არსებული რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება.
სამაჟორიტარო ოლქში საქმიანობის გარდა, შოთა ქევხიშვილი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია და აქტიურად არის ჩართული როგორც კომისიებში, ასევე ფრაქციაში საკითხების განხილვაში.
დიღმის მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანგარიშის წარდგენისას იმ გამოწვევებზეც და მათი გადაჭრის გზებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მის სამაჟორიტარო ოლქში არსებობს, ესენია: დიღმის ტყე, მულტიფუნქციური ცენტრი, ავარიული ბაღი და ინფრასტრუქტურული პროექტები.
შოთა ქევხიშვილის წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები, დიდუბის რაიონის გამგებელი და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…