ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა

ENQA-ს მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „განხილვაში მყოფი სააგენტოების“ სიიდან სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რასაც წინ უძღოდა EQAR-ში ცენტრის რეგისტრაციის აღდგენა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლაიმედინიუსი

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „განხილვაში მყოფი სააგენტოების“ სიიდან ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა.

ENQA - ს მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება დაეფუძნა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა.

ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა მიზანი საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და ცენტრის საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა იყო.

ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015).

ცენტრისთვის ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისადმი საერთაშორისო დონეზე სანდოობისა და რეპუტაციის ამაღლებას.

ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
EQAR-მა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შეჩერებული რეგისტრაცია აღუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები