ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 789 ლარი დაუჯდა, საიდანაც 300 ათასი ლარი გამარჯვებულებს გადაეცათ, დაჯილდოების ცერემონია კი ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კუთვნილ, უკანონოდ მომუშავე რესტორან „G17“-ში ჩატარდა.

„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართაბათუმელები

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ჯამში 300 000 ლარი გადაუხადა ბიუჯეტიდან კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებულებს, დაჯილდოების ცერემონია კი უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა.

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის – „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებულები ბათუმში 30 ოქტომბერს გამოავლინეს.

პირველი ადგილი გუგა გიორგობიანმა აიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 162 812 845 შეადგინა.

მეორე ადგილზე ბათუმელი ხვიჩა ასამბაძე გავიდა, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 104 637 525 წვდომა დააგროვა.

მესამე ადგილი ნიკა გელაშვილმა ( 92 405 981 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი ჯაბა გოგიტიძემ (66 594 579 წვდომა) დაიკავეს.

საპრიზო თანხა ასე გადანაწილდა [გადასახადების ჩათვლით]:

1 ადგილი – 150 000 ლარი.

2 ადგილი – 70 000 ლარი;

3 ადგილი – 50 000 ლარი;

4 ადგილი – 30 000 ლარი.

რაც შეეხება სხვა ფულად პრიზებს, დეპარტამენტში განმარტეს, რომ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები კერძო კომპანიებმა დააჯილდოვეს.

ჯამში, კამპანიისთვის ბიუჯეტიდან 440 789 ლარი დაიხარჯა. ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ინდმეწარმე ნანა გორგილაძესთან გააფორმა.

კამპანიის – „გამომყევი აჭარაში“ დაჯილდოების ცერემონია ბათუმში 30 ოქტომბერს რესტორან „G17“-ში გაიმართა, რომელიც უკანონოდ მუშაობს. რესტორანი ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილს ეკუთვნის.

კამპანიის პრეზენტაციის და დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზებისთვის, ხელშეკრულების თანახმად, 48 ათასი ლარი დაიხარჯა.

რესტორანმა „G17“-მა წელს ჯერ კიდევ 2024 წელს ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულებით გააგრძელა მუშაობა, მაშინ, როცა იმავე მიზეზით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბულვარში ათობით კომერციული ობიექტი დაანგრია. სწორედ ამ რესტორანში გაიმართა წელს, ზაფხულში, ედნარ პაპუნაიშვილის შვილის ქორწილი. ბიზნესმენის შვილის მეჯვარე ბერა ივანიშვილი იყო.

ამ თემაზე: კორუფცია – რატომ ვერ ხედავს მერია უკანონო რესტორანს და მდიდარი სტუმრების ავტომანქანებს ბულვარში

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება და დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს პროექტი დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს, თამარ ლომიძეს უკავშირდება, რომელიც 2024 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს საჯაროდ გამოხატული პროევროპული პოზიციისთვის.

2024 წელს თამარ ლომინაძის დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად ტურიზმის დეპარტამენტმა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაასახელა, თუმცა ფაქტი სახალხო დამცველმა შეისწავლა და დაადგინა, რომ თამარ ლომაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, სავარაუდოდ, სწორედ კრიტიკული პოზიციის საჯაროდ გამოხატვას უკავშირდება.

ფოტოზე: დაჯილდოების ცერემონია. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
კამპანიის "გამომყევი აჭარაში" გამარჯვებულები ბათუმში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდნენ - პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა გუგა გიორგობიანმა აიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები