საზოგადოება · 31 ოქტომბერი, 13:14
თბილისში ბავშვთა ქირურგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
თბილისში ბავშვთა ქირურგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
ბავშვთა ქირურგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია რამაზ კუტუბიძის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიებაში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მთავარი თემები ბავშვთა ქირურგიის თანამედროვე მეთოდები, მინიმალურად ინვაზიური და რობოტული ქირურგია, ასევე ნეირობლასტომის მკურნალობის ინოვაციური მიდგომები იყო.
მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი და პირველი ლედი ესწრებოდნენ.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…