ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ოცნების" რეჟიმი დღეს საკუთარ საბრალდებო დასკვნას წერს - გრიგოლ გეგელია

ლელოქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ „ოცნება“ საკუთარ საბრალდებო დასკვნას წერს და საკონსტიტუციო სასამართლოში არგუმენტების გარეშე „აბსურდის თეატრი“ მოაწყო.

"ოცნების" რეჟიმი დღეს საკუთარ საბრალდებო დასკვნას წერს - გრიგოლ გეგელია
"ოცნების" რეჟიმი დღეს საკუთარ საბრალდებო დასკვნას წერს - გრიგოლ გეგელიაTV პირველი

"ოცნების" რეჟიმი დღეს საკუთარ საბრალდებო დასკვნას წერს - ასე ეხმაურება "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების სარჩელის განხილვებს.

გეგელიას თქმით, "ოცნებამ" სარჩელში ვერცერთი ფაქტი და სამართლებრივი არგუმენტი ვერ წარმოადგინა და საკონსტიტუციოში მხოლოდ "აბსურდის თეატრი" მოაწყო.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ამ აბსურდის თეატრში, რომელიც მოაწყო "ქართული ოცნების" რეჟიმმა, ისინი არიან მკაფიოდ დამარცხებული მხარე. მოსარჩელე მხარის არცერთი არგუმენტი არ მართლდება, არცერთ არგუმენტს არ გააჩნია არავითარი ძალა და წონა. "ქართული ოცნების" რეჟიმი დღეს წერს საკუთარ საბრალდებო დასკვნას, რომელშიც უკლებლივ ყველაფერი, რასაც პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ამბობენ, თავად აქვთ ჩადენილი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ვერცერთი კრიტიკული მიმართულებით ვერც ფაქტებს და ვერც არგუმენტებს ვერ იშველიებენ და საბრალო ფართხალს არიან მიცემულები", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომები 9 ნოემბრიდან გაგრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეს გზა ტაძრამდე არ მიგიყვანთ! - გიორგი სიორიძე "ოცნებას"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები