აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, რომელსაც სრულად მოკავშირეები დააფინანსებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, - ამის შესახებ დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მთლიანად პარტნიორებისა და მოკავშირეების მიერ დაფინანსდება.
უკრაინა აღნიშნულ შესყიდვას კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში შეტანილი თანხებით და ეროვნული სახსრებით განახორციელებს, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი ევროკავშირის სესხით ფინანსდება.
„ამ გაყიდვის შეთანხმებაში აშშ-ის საბიუჯეტო სახსრები ჩართული არ არის“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, უკრაინის მთავრობამ აშშ-ს 500 ერთეული PAC-3 რაკეტების შესყიდვის თხოვნით მიმართა.
ასევე, პაკეტში არაძირითადი თავდაცვითი აღჭურვილობაც შედის, მათ შორის, სათადარიგო ნაწილები და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტები.
„შეთავაზებული გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას, რადგან გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიააშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-მა უკრაინისთვის $2.1 მილიარდის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა
ციტატები სტატიიდან
„ამ გაყიდვის შეთანხმებაში აშშ-ის საბიუჯეტო სახსრები ჩართული არ არის“
„შეთავაზებული გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას, რადგან გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…