“არც პოლიტიკოსები ენდობიან ერთმანეთს, არც ხალხი ენდობა პოლიტიკოსებს და არც პოლიტიკოსები ენდობიან ხალხს” – თემურ გორგაძე
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი თემურ გორგაძე აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე დიდი პრობლემა უნდობლობაა: პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ენდობიან, არც ხალხი ენდობა მათ და არც ისინი ხალხს.

გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, თემურ გორგაძე:
ცნობილი აფრიკული ანდაზა ამბობს “თუ სწრაფად წასვლა გინდა, მარტო წადი; ხოლო თუ შორს წასვლა გინდა ერთად.“-ო
ასევე ერთი არაბული გამოთქმა ამბობს. (الرفيق قبل الطريق) “ერ-რაფიიყუ ყებლე ტტერიიყ”. ანუ “ჯერ თანამგზავრი და მერე გზა“-ო.
ეს პრინციპი განსაკუთრებით მკაფიოდ პოლიტიკურ ბრძოლაში ვლინდება. პოლიტიკა ინდივიდუალური რბოლა არ არის. ის ხანგრძლივი, მარათონული პროცესია, სადაც მარტოხელა მოთამაშეები სწრაფად იღლებიან და ასპარეზს ეთიშებიან. ნამდვილ პოლიტიკურ გამარჯვებასა და სისტემურ ცვლილებებს აღწევს არა ის, ვინც მარტო დარბის, არამედ ის, ვისაც გვერდით საიმედო თანამოაზრეები, იდეური მოკავშირეები და ერთგული ხალხი ჰყავს. პოლიტიკურ ბრძოლაშიც სწორედ ერთობა განსაზღვრავს იმას, გაუძლებს თუ არა მოძრაობა დროისა და დაბრკოლებების გამოცდას.
ქართულ პოლოტიკაში კი ყველაზე დიდი პრობლემა ესაა. არავინ არავის არ ენდობა. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. არავინ არავის. არც პოლიტიკოსები ენდობიან ერთმანეთს, არც ხალხი ენდობა პოლიტიკოსებს და არც პოლიტიკოსები ენდობიან ხალხს. ვართ ასე ჭაობში.
#ბრძენითემურასდარდებიძილისწინ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…