“სახლიდან გიმტკიცებს, რომ შენ უნდა გაათენო ქუჩაში ყინვაში, თორემ ისე “გამოსვლას და დაშლას რა აზრი აქვს“ – თემურ გორგაძე
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი თემურ გორგაძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც, მისი თქმით, სახლიდან გასცემენ მითითებებს, სხვებს ყინვაში ღამის გათენებას სთხოვენ და ამტკიცებენ, რომ მიშას გარეშე ყველა ნულია.

გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, თემურ გორგაძე:
როგორც კი რაიმე აქცია დაორგანიზდება იმ დღესვე ცალკე ქოც ტროლები შემოესევიან ხოლმე ამ ბაბლს და ცალკე კიდე ეს ვითომ აქეთ მხარეს მყოფი მარადიული “სოციალური ქსელის გმირები“, რომელიც თბილი ლოგინიდან და კლავიატურის მიღმიდან მითითებებს გაძლევენ, როგორ უნდა “დაამხო რუსი“. დღესაც დახუა შემხვდა ფაცებოკზე სამი ძირითადი, დაზეპირებული ნარატივით მორბენალი ვითომ ჩვენიანები.
დავიღალე.
დააავიიღაალეე..
ნარატივი 1) რომ დადგებით, აღარ უნდა დაიშალოთ. ამას წერს ხალხი, რომელსაც რუსთაველზე 1 საათიც კი არ გაუტარებია. სახლიდან გიმტკიცებს, რომ შენ უნდა გაათენო ქუჩაში ყინვაში, თორემ ისე “გამოსვლას და დაშლას რა აზრი აქვს“.
ნარატივი 2) აბა გეგმა სადაა?! გეგმა მითხარით, გეგმა! ისეთი ისტერიკით ითხოვენ გეგმას, თითქოს ამ გეგმის პირველი შემსრულებლები იყვნენ. სინამდვილეში კი, გეგმაც რომ დაუდო, მაინც სახლში დარჩებიან. სულ რომ გუაშებით დაუხატო მაინც არცერთ გეგმაზე ეგ ხალხი არ წაგყვება. მინახავს გამომიცდია. არცერთ გეგმაში ეგ ხალხი არავის გაყოლია.
3) და მესამე კატეგორია. “მიშას გარდა ყველა ბიძინას ნაყიდები ხააართ” “მიშას გარეშე ყველანი ნულები ხართ!“ აი, ამ კატეგორიის კი ყველაზე მეტად მწყინს . გავიგეთ, ძმაო, რომ მიშას გარეშე არაფერს წარმოვადგენთ..ოკ.. კაი გავიგე.
მაგრამ ციხეშია ეს მიშა და რა ვქნათ?! ველოდოთ როდის მოიხდის 20 წელს და მერე ჩავატაროთ აქცია თუ? რაფერ მევქცეთ?!
თუ ასე ძალიან გიყვარს ეს მიშა წადი, გამოიყვანე, დააყენე აქციაზე და, პირობას გაძლევთ, პირველი მე გავყვები, როგორც ლიდერს.
ის კი არა აქციას რომ დააორგანიზებ მიშას გამოსაყვანად დედას გეფიცები წამოვალ. პირველ რიგში შეიძლება ვერა მარა მეხუთეში მაინც ვიდგები. თქვი ჰაიდე წამოით მიშა გამოგვყავსო.. ქენ? არა! სანამ მიშა პატიმრობაშია, შენ კი ყველა დანარჩენს ლანძღავ, მიშაც ციხეში ჩალპება და ბიძინაც სამუდამოდ დარჩება ხელისუფლებაში. რითი ვერ გაიგე ეს.
დაავიიღაალეეე.
მართლა დავიღალე..
ბიჭო მახოვს წლების წინ ხაბეიშვილი ამბობდა ვივამედიდან გამოვიყვანთო. არ გამოვიდა ეგ ამბავი. ვერ გამოდის ხო ხედავ.
“მიშას გარეშე ყველანი ნულები ხართ” ყიჟინით რას იგებ? რისი.მიღწევა გსურს?
კაი დავუშვათ რომ ნულები ვართ.
და…?
მერე…?
დაველოდოთ მიშა როდის გამოვა? თუ რას მთავაზობ.
თუ ნულო ვარ ე.ი ვერც მიშას გამევყვან რომც ვცადო. და აზრი?
ხო და მითხარ ახლა შენ რას მთავაზობ?
დევღაალეეე ბლია დევღალე. ამ სამივე ნარატივის სმენით დეეეევღაალეეეე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…