ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძალადობის ბრალდებით დაკავებულ "პედოფილებზე მონადირეებს" წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებულ პირებს, რომლებიც სავარაუდო პედოფილებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ვიდეოებს სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ძალადობის ბრალდებით დაკავებულ "პედოფილებზე მონადირეებს" წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ძალადობის ბრალდებით დაკავებულ "პედოფილებზე მონადირეებს" წინასწარი პატიმრობა შეეფარდათრადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-16 დარბაზში მოსამართლე დავით კურტანიძე თითქმის სამი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ისმენდა მხარეების არგუმენტებს - სასამართლო პროცესს მხოლოდ დაკავებულები, მათი ადვოკატები, პროკურორი და ის პოლიციელები ესწრებოდნენ, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან სასამართლომდე ბადრაგირებაში იყვნენ ჩართულები.

ერთადერთი მშობელი, რომელიც სხდომას დაესწრო, დაკავებული არასწრულოვანის მამაა.

ამ ატაპზე არც ერთი დაკავებულის ადვოკატი მედიასთან საქმეზე არ საუბრობს. საქმის მასალები, რაც ამ ეტაპზე ოთხ ტომად არის აკინძული, მათ სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე გადაეცათ.

რადიო თავისუფლებამ სასამართლო პროცესამდე დაადგინა ორი დაკავებულის იდენტიფიცირება - ისინი რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელებში, ძირითადად Youtube-სა და Tik-Tok-ზე აქეყნებენ ვიდეოებს, სადაც სახე ნიღბებით აქვთ დაფარული და ყვებიან და აჩვენებენ კიდეც, როგორ უსწორდებიან ქუჩებში, მეტროს სადგურებსა და სხვა საჯარო ადგილებში სხვადასხვა ადამიანს, აყენებენ მათ შეურაცხყოფას და ემუქრებიან. გამოძიებას მტკიცებულებებად აქვს ჩხრეკისას მათი სახლებიდან ამოღებული ნიღბები და ის ტანსაცმელი, რომლითაც ვიდეოებში ჩნდებიან.

ამ ვიდეოების შინაარსიდან ჩანს, რომ მათი სამიზნე ის ხალხია, ვისაც პედოფილებად მიიჩნევენ იმის გამო, რომ მათ მიერ შექმნილ ყალბი იდენტობის მქონე ანგარიშებიდან ძირითადად არასრულწლოვანი გოგოების სახელით მიწერილ გზავნილებს პასუხობს და ამ გოგოებით ინტერესდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის საქმის განხილვა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები