ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს

ქუთაისის "ტორპედომ" და ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვადაზე ადრე შეწყვიტეს. კლუბის გენერალური დირექტორის დავით დოლაბერიძის თქმით, გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის განახლებას გეგმავს.

"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტესსპორტალი

"ტორპედოს" გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ გიორგი არაბიძესთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა:

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს განვმარტო, რომ გიორგი არაბიძესა და კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

მხარეებმა შეთანხმებას მივაღწიეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.

კლუბის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო გიორგის გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ წვლილისთვის, რომელიც მან “ტორპედოს” წარმატებაში შეიტანა. გიორგი ჩვენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გუნდის ფეხბურთელი - ის იყო და დარჩება იმ გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად, რომლის მაისურიც სხვადასხვა დროს არაერთხელ მოურგია. ვაფასებთ მის გამოცდილებას, ლიდერულ თვისებებსა და იმ ემოციებს, რომლებიც მას გულშემატკივრებთან აკავშირებს.

მსურს, გიორგის მომავალ პროფესიულ კარიერაში წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საფეხბურთო გამოწვევა და წარმატება ელის.

რაც შეეხება კლუბში არსებულ ვითარებას, რაიმე სახის არეულობაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობასა და უახლოესი მატჩისთვის მზადებას. მიმდინარე სეზონის დარჩენილ შეხვედრებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაციასა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას. პარალელურად, კლუბი მომდევნო სეზონისთვის ემზადება, რომლის დაწყებასაც მნიშვნელოვნად განახლებული შემადგენლობით ვგეგმავთ.

ჩვენი მიზნები უცვლელია - “ტორპედოს” განვითარება, კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და გულშემატკივრისთვის ღირსეული ფეხბურთის შეთავაზება”.

კომენტარი არაბიძემაც გააკეთა: "მადლობა “ტორპედოს” იმ პერიოდისთვის, იმ გამოცდილებისა და ემოციებისთვის, რომლებიც ამ კლუბთან მაკავშირებს. ჩემთვის განსაკუთრებული იყო ქუთაისში დაბრუნება და ამ გუნდის მაისურით თამაში.

“ტორპედო” ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული კლუბი იქნება. მადლობა კლუბის თითუეულ წევრსა და თანაგუნდელებს. განსაკუთრებით, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ნდობისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი.

ერთად გატარებული პერიოდი ჩემს კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მთელი გულით ვუსურვებ “ტორპედოს” წარმატებას!“

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები