Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
28 წლის შემტევმა გიორგი არაბიძემ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა. Geo Team-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი შეწყვეტილია და ფეხბურთელი გუნდის განაცხადში აღარ იქნება.

28 წლის შემტევმა გიორგი არაბიძემ "ტორპედო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს:
"გიორგი არაბიძემ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა. Geo Team-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე შეწყდა. მომდევნო მატჩიდან კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი (მიმდინარე სეზონში 8 გოლი, 13 საგოლე გადაცემა) "ტორპედოს" განაცხადში აღარ იქნება.
ვეცდებით კიდევ მეტი დეტალის გარკვევას".
არაბიძე "ტორპედოში" 2022-2024 წლებში თამაშობდა, შემდეგ სამხრეთ კორეის "ულსანში" გადავიდა, 2026 წელს კი ქუთაისურ გუნდში დაბრუნდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…