ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი: გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით იყო სავსე, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი

საქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანის მტკიცებით, ბერდია სიჭინავას გამოსვლა ტყუილებით იყო სავსე, მათ შორის მტკიცება, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია.

გიორგი კახიანი: გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით იყო სავსე, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი
გიორგი კახიანი: გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით იყო სავსე, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილირუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ახსნა-განმარტებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აგრესიული და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მან სასამართლოდან არაერთხელ მიიღო შენიშვნა, თავად გამოსვლის შინაარსი კი ტყუილებსა და ბევრ არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

კახიანის თქმით, ტყუილია მტკიცება, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. მისივე თქმით, გადაწყვეტილებაში მხოლოდ სახალხო დამცველის დასკვნაზეა მითითება, რომელმაც ბრძანების გამცემი ვერ დაადგინა.

ამასთან, კახიანი აღნიშნავს, რომ ტყუილია საუბარი იმის შესახებ, თითქოს საკრებულოებში კოალიციები არ არსებობს, რადგან ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ქმნიდნენ კოალიციებს და ერთობლივად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

„დღეს ვისმენდით გახარიას პარტიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას და აშკარად ზედმეტად აგრესიულად იყო იგი განწყობილი. ჩვენ მოვისმინეთ გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი განცხადებებიც და ამის გამო სასამართლოდან არაერთხელ მიიღო შენიშვნა, მაგრამ ზოგადად თვითონ ახსნა განმარტებების შინაარსს რაც შეეხება, ბევრი ტყუილი მოვისმინეთ და ბევრი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა მის განცხადებაში. მაგალითად, ისაუბრა იმაზე, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მხოლოდ ის წერია, რომ მითითება არის სახალხო დამცველის დასკვნაზე, როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ მე ვერ დავადგინე ვინ გასცა ეგ ბრძანებაო. ასეთი მანიპულაციებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ალბათ საზოგადოება, იმიტომ რომ ათვითცნობიერებენ, რომ მათ გამოსვლას უსმენს საზოგადოება, მაგრამ სასამართლოს ბუნებრივია ამით შეცდომაში ვერ შეიყვანენ, იმიტომ, რომ ჩვენც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი პასუხები გავცეთ. გარდა ამისა, კიდევ ისაუბრეს იმაზე, რომ თითქოს კოალიციები არ არსებობს საკრებულოებში, არადა რამდენიმე საკრებულოში საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ შექმნეს კოალიციები, ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ქმნიდნენ ამ კოალიციებს, იღებდნენ ერთობლივად გადაწყვეტილებებს და ასე შემდგომ, ასე რომ ასეთი სხვა ან არაერთი ტყუილიც ითქვა მათ გამოსვლაში რაზეც ოდნავ მოგვიანებით უფრო მეტს ვისაუბრებთ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი კახიანი: გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა ზედმეტად აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით და არასწორი ინფორმაციით იყო სავსე, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ვისმენდით გახარიას პარტიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას და აშკარად ზედმეტად აგრესიულად იყო იგი განწყობილი. ჩვენ მოვისმინეთ გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი განცხადებებიც და ამის გამო სასამართლოდან არაერთხელ მიიღო შენიშვნა, მაგრამ ზოგადად თვითონ ახსნა განმარტებების შინაარსს რაც შეეხება, ბევრი ტყუილი მოვისმინეთ და ბევრი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა მის განცხადებაში. მაგალითად, ისაუბრა იმაზე, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მხოლოდ ის წერია, რომ მითითება არის სახალხო დამცველის დასკვნაზე, როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ მე ვერ დავადგინე ვინ გასცა ეგ ბრძანებაო. ასეთი მანიპულაციებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ალბათ საზოგადოება, იმიტომ რომ ათვითცნობიერებენ, რომ მათ გამოსვლას უსმენს საზოგადოება, მაგრამ სასამართლოს ბუნებრივია ამით შეცდომაში ვერ შეიყვანენ, იმიტომ, რომ ჩვენც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი პასუხები გავცეთ. გარდა ამისა, კიდევ ისაუბრეს იმაზე, რომ თითქოს კოალიციები არ არსებობს საკრებულოებში, არადა რამდენიმე საკრებულოში საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ შექმნეს კოალიციები, ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ქმნიდნენ ამ კოალიციებს, იღებდნენ ერთობლივად გადაწყვეტილებებს და ასე შემდგომ, ასე რომ ასეთი სხვა ან არაერთი ტყუილიც ითქვა მათ გამოსვლაში რაზეც ოდნავ მოგვიანებით უფრო მეტს ვისაუბრებთ“
გიორგი კახიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მათი განმარტებები მათსავე წინააღმდეგ გამოგვადგება" - გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ოპონენტების განცხადებებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები