ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა - გიორგი ბურჯანაძე

უფლებადამცველ გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, სექტემბერში პატიმართა რაოდენობა 62-ით გაიზარდა და 12 375-ს მიაღწია, ხოლო სამ ციხეში პატიმართა რიცხვი დადგენილ ლიმიტს კვლავ აღემატება.

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა - გიორგი ბურჯანაძე
სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა - გიორგი ბურჯანაძეTV პირველი

გამოქვეყნდა 2026 წლის სექტემბრის პატიმრების რაოდენობის სტატისტიკა - როგორც უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, ამ სტატისტიკის თანახმად, სექსტემბერში აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა, ხოლო 3 ციხეში კვლავ იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ამ ციხეებისთვის დადგენილი ლიმიტია.

გამოქვეყნდა 2026 წლის სექტემბრის პატიმრების რაოდენობის სტატისტიკა:

საქართველოში პატიმრების რაოდენობა სექტემბრის ბოლოს იყო 12,375 მიუხედავად იმისა, რომ 756 პატიმარმა დატოვა ციხე სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა 62-ით.

3 ციხეში (გლდანის მე-8, ქუთაისის მე-2 და ქსნის მე-15) კვლავ იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ამ ციხეებისთვის დადგენილი ლიმიტია.

ასევე, 2026 წლის სექტემბერში, არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის ღონისძიების შეფარდების შესახებ 1 428 პირის მიმართ იქნა გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება. ჯამურად სექტემბერში 27 998 არაპატიმარი მსჯავრდებული ფიქსირდებოდა და ეს რიცხვიც მზარდია (აგვისტოში იგივე მაჩვენებელი 27 771 იყო)", - წერს გიორგი ბურჯანაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გადავსებული საპატიმროები და პატიმრების საგანგაშო გზავნილები ციხეებიდან – ინტერვიუ იურისტთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები