ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიცია მიმბაძველობითაა დაკავებული, სერბეთში აქციები იყო და მათ ბაძავენ, მანამდე, სადღაც რაღაც მოხდა, იმათი წყლის გადასხმა უნდოდათ, რამდენი დღეა, აქციებს მართავენ და ამით ხელისუფლება არ შეცვლილა
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია სერბეთის აქციების მიმბაძველობითაა დაკავებული და ასობით დღის განმავლობაში გამართული პროტესტით ხელისუფლება ვერ შეცვალა, რამაც მხოლოდ მათი რეიტინგის ვარდნა გამოიწვია.

ოპოზიციას თუ დააკვირდებით, ძირითადად, მიმბაძველობით არიან დაკავებული, სერბეთში აქციები იყო და ახლა მათ ბაძავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საქართველოში პროვოცირება სურს.
„საპროტესტო აქციები პოლიტიკოსების ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი და საშუალებაა, მაგრამ ეს ყველაფერი აბსურდულია, როდესაც აქცია ხელისუფლების დამარცხების ერთადერთ გზად არის წარმოგიდგენი. ოპოზიციამ საპარლამენტო ცხოვრებაზე თავად თქვა უარი და დღეს ქუჩაშია თვითგადაწყვეტილებით დარჩენილი. მათ სხვა არაფერი აღარ დარჩენიათ, რომ არა, იძახონ, რომ ახლა ქუჩის აქციებით ხელისუფლების შეცვლას მოახდენს. საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის განცხადება არის განწირულ მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციების ამოძახილი, რასაც არ შეიძლება, თავისი რეალური შედეგი ჰქონდეს. ოპოზიციას თუ დააკვირდებით, ძირითადად, მიმბაძველობით არიან დაკავებული. სერბეთში აქციები იყო და ახლა მათ ბაძავენ. მანამდე, სადღაც რაღაც მოხდა, ახლა იმათი წყლის გადასხმა უნდოდათ. ამ ადამიანებს საქართველოში სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პროვოცირება უნდათ. ექვსასი თუ რამდენი დღეა, აქციებს მართავენ, ამით ხელისუფლება არ შეცვლილა, პირიქით, მათი რეიტინგი უფრო უკან წამოვიდა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„საპროტესტო აქციები პოლიტიკოსების ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი და საშუალებაა, მაგრამ ეს ყველაფერი აბსურდულია, როდესაც აქცია ხელისუფლების დამარცხების ერთადერთ გზად არის წარმოგიდგენი. ოპოზიციამ საპარლამენტო ცხოვრებაზე თავად თქვა უარი და დღეს ქუჩაშია თვითგადაწყვეტილებით დარჩენილი. მათ სხვა არაფერი აღარ დარჩენიათ, რომ არა, იძახონ, რომ ახლა ქუჩის აქციებით ხელისუფლების შეცვლას მოახდენს. საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის განცხადება არის განწირულ მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციების ამოძახილი, რასაც არ შეიძლება, თავისი რეალური შედეგი ჰქონდეს. ოპოზიციას თუ დააკვირდებით, ძირითადად, მიმბაძველობით არიან დაკავებული. სერბეთში აქციები იყო და ახლა მათ ბაძავენ. მანამდე, სადღაც რაღაც მოხდა, ახლა იმათი წყლის გადასხმა უნდოდათ. ამ ადამიანებს საქართველოში სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პროვოცირება უნდათ. ექვსასი თუ რამდენი დღეა, აქციებს მართავენ, ამით ხელისუფლება არ შეცვლილა, პირიქით, მათი რეიტინგი უფრო უკან წამოვიდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…