ეკონომიკის განვითარების კორპორაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ორდღიან სამუშაო შეხვედრას მართავს
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ორდღიან სამუშაო შეხვედრას მართავს, რომელიც ქვეყანაში ფაქტორინგის ბაზრის განვითარებასა და ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიულ შესაძლებლობებს ეხება.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ორდღიან სამუშაო შეხვედრას Financing the Future of Trade: Factoring & Supply Chain Finance მართავს, რომელიც საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარებისა და ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობების განხილვას ეთმობა. ინფორმაციას ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ მიმართა.
"სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ფაქტორინგის განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, ასევე, სექტორის ხელშემწყობი მარეგულირებელი, ფინანსური და ტექნოლოგიური მექანიზმები.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, FCI-ის რეგიონული დირექტორი სპიროს ცოლისი და IFC-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი შაბანა კაჰვარი.
ფაქტორინგი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. წელს საქართველოში ამოქმედდა კანონი ფაქტორინგის შესახებ, რომლის მიზანია გამჭვირვალე, უსაფრთხო და მასშტაბური ფაქტორინგის ბაზრის ჩამოყალიბება. კანონით ასევე გათვალისწინებულია ფაქტორინგის რეესტრისა და ციფრული პლატფორმის შექმნაც, რომელიც ბიზნესის ლიკვიდობის გაუმჯობესებასა და ფინანსურ სერვისებზე წვდომის გამარტივებას შეუწყობს ხელს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ფაქტორინგის განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, ასევე, სექტორის ხელშემწყობი მარეგულირებელი, ფინანსური და ტექნოლოგიური მექანიზმები. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, FCI-ის რეგიონული დირექტორი სპიროს ცოლისი და IFC-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი შაბანა კაჰვარი. ფაქტორინგი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. წელს საქართველოში ამოქმედდა კანონი ფაქტორინგის შესახებ, რომლის მიზანია გამჭვირვალე, უსაფრთხო და მასშტაბური ფაქტორინგის ბაზრის ჩამოყალიბება. კანონით ასევე გათვალისწინებულია ფაქტორინგის რეესტრისა და ციფრული პლატფორმის შექმნაც, რომელიც ბიზნესის ლიკვიდობის გაუმჯობესებასა და ფინანსურ სერვისებზე წვდომის გამარტივებას შეუწყობს ხელს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…