პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტიეკონომიკის სამინისტრო

საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ახალი სტრუქტურა მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და სააქციო კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება.

პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციას დაესწრნენ
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საქმიანობისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ.

როგორც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებს და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას გაზრდის.

მისივე თქმით, კორპორაცია მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და სააქციო კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება, რაც მათ საქმიანობასა და ბიზნეს ოპერირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მანვე აღნიშნა, რომ კორპორაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკის სექტორების მოდერნიზაციაზე გაამახვილებს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციას დაესწრნენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება; ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები