ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთი ახალი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადება. გვჭირდება საშუალებები, რათა რუსეთის ეს საფრთხე გავანეიტრალოთ" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ახალი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადება და კიევს საფრთხის გასანეიტრალებლად საშუალებები სჭირდება. პარალელურად, რუსულ თავდასხმებს ჩერნიგოვსა და დნიპროში მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

"ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთი ახალი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადება. გვჭირდება საშუალებები, რათა რუსეთის ეს საფრთხე გავანეიტრალოთ" - ზელენსკი
"ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთი ახალი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადება. გვჭირდება საშუალებები, რათა რუსეთის ეს საფრთხე გავანეიტრალოთ" - ზელენსკირუსთავი 2

რუსეთის ძალებმა ჩერნიგოვის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს, შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა. სხვადასხვა დაზიანებები მიიღო 23-მა ადამიანმა. დარტყმა განხორციელდა დნიპროს ოლქზეც, სამიზნე სამგზავრო მატარებელი გახდა, დაიღუპა 14 ადამიანი, არიან დაშავებულები.

ამ ფონზე ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრისა და ტერიტორიული საკითხების განხილვისთვის. უკრაინის პირობა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა.

"დაზვერვისგან ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთი ახალი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადება. გვჭირდება საშუალებები, რათა რუსეთის ეს საფრთხე გავანეიტრალოთ. შესაბამის გადაწყვეტილებებს ველოდებით. ვითარება ისე უნდა შევცვალოთ, რომ რუსეთი დეესკალაციაზე დავიყოლიოთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პარალელურად, ცნობილია, რომ მოსკოვის მიმართულებით უკრაინამ 862 დრონი გაუშვა. სამარის ოლქში ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა იწვის.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მათ ევროპულ ქვეყნებთან არა ომი, არამედ ურთიერთობების აღდგენა სურთ.

"ევროპაში ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ. სწორია თუ არა ეს? ჩვენ მზად ვართ, თუმცა ევროპასთან ომი არ გვსურს. მხარს ვუჭერთ, ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროპულ ქვეყნებთან სრულფასოვანი და სრულმასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენისკენ არის მიმართული", - განაცხადა პუტინმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაზვერვისგან ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთი ახალი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადება. გვჭირდება საშუალებები, რათა რუსეთის ეს საფრთხე გავანეიტრალოთ. შესაბამის გადაწყვეტილებებს ველოდებით. ვითარება ისე უნდა შევცვალოთ, რომ რუსეთი დეესკალაციაზე დავიყოლიოთ“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„ევროპაში ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ. სწორია თუ არა ეს? ჩვენ მზად ვართ, თუმცა ევროპასთან ომი არ გვსურს. მხარს ვუჭერთ, ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროპულ ქვეყნებთან სრულფასოვანი და სრულმასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენისკენ არის მიმართული“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მალე მოეწყობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები