ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი – ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს – ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი გმობს „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს, და აცხადებს, რომ ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი – ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს – ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი – ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს – ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენალია

ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს, – ამის შესახებ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

„ეს ხდება 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების, რეპრესიული კანონების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვების შემდეგ არსებული გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის და პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის ფონზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს ადანაშაულებს საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში, რასაც სამიზნე პარტიები უარყოფენ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

„ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ. ევროპულმა ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას და გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ამგვარი ქმედებები შეჩერდეს. ფუნდამენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები დაცული უნდა იქნას. პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და დამოუკიდებელ ხმებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად იმოქმედონ დაშინების შიშის გარეშე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურინორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი: ვგმობთ "ოცნების" მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს გზით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურინორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს - ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს - ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები