ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა სამეცნიერო კონფერენციის "საზღვაო კვლევები და განათლება გლობალურ კონტექსტში" გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, სადაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე რეფორმები პირდაპირ კავშირშია შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერებასთან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა სამეცნიერო კონფერენციის "საზღვაო კვლევები და განათლება გლობალურ კონტექსტში" გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა სამეცნიერო კონფერენციის "საზღვაო კვლევები და განათლება გლობალურ კონტექსტში" გახსნაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - "საზღვაო კვლევები და განათლება გლობალურ კონტექსტში", გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საზღვაო განათლების განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ეკოლოგიური მდგრადობისა და სექტორის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

"ასეთი კონფერენციები ხელს უწყობს საქართველოს საზღვაო სფეროში კვლევისა და ინოვაციების განვითარებას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის. მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერებას ეხება, ასევე პირდაპირ კავშირშია საზღვაო სფეროს განვითარებასთან და იმ ინიციატივებთან, რომლებიც გლობალურ კონტექსტში ხორციელდება და რომელთა მონაწილეც არის საქართველო", - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.

კონფერენციის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასეთი კონფერენციები ხელს უწყობს საქართველოს საზღვაო სფეროში კვლევისა და ინოვაციების განვითარებას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის. მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერებას ეხება, ასევე პირდაპირ კავშირშია საზღვაო სფეროს განვითარებასთან და იმ ინიციატივებთან, რომლებიც გლობალურ კონტექსტში ხორციელდება და რომელთა მონაწილეც არის საქართველო“
ივანე აბაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმის საზღვაო აკვატორიაში წვრთნები ჩატარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები