მოსკოვი სომხეთისგან შირაქის გუბერნატორის „ივანებზე“ განცხადებაზე რეაგირებას ითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის ხელისუფლებისგან შირაქის გუბერნატორის, დავით არუშანიანის განცხადებაზე რეაგირებას ითხოვს. უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ არუშანიანის გამონათქვამებს „უხეში და ნეონაცისტური“ უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის ხელისუფლებისგან შირაქის ოლქის გუბერნატორის, დავით არუშანიანის განცხადებაზე რეაგირებას ითხოვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
ზახაროვამ არუშანიანის გამონათქვამებს „უხეში და ნეონაცისტური“ უწოდა. საუბარია გუბერნატორის განცხადებაზე, რომელშიც მან ოპოზიციის მიერ გიუმრის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს „მორიგი პოლიტიკური წარმოდგენა“ უწოდა და თქვა “გიუმრი თქვენი რუსული პროვინცია არ არის და მისი მცხოვრებლები „ივანები“ არ არიან.
ღონისძიებები ოპოზიციურმა მოძრაობამ [„ძლიერი სომხეთი“] გამართა.
„ასეთ აშკარად უხეშ და ნეონაცისტურ მოწოდებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს არც ერთ თავმოყვარე საზოგადოებაში, მით უმეტეს სომხურში, რომელიც ასე ფაქიზად ეკიდება ისტორიისა და საკუთარი წარსულის საკითხებს. ველოდებით სომხეთის ხელისუფლების შესაბამის და მკაფიო რეაქციას“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, არუშანიანის განცხადება შეურაცხმყოფელია სომეხი ხალხისთვისაც, რომლის წარმომადგენლებს შორის იყვნენ საბჭოთა კავშირის მარშალი ივან ბაგრამიანი და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებმაც თავად აირჩიეს რუსული სახელი.
ზახაროვამ ჩამოთვალა რამდენიმე მათგანი: ადმირალი ივან ისაკოვი, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ივან ტევოსიანი, მხატვარი ივან აივაზოვსკი, იუველირი ივან ლაზარევი და საბჭოთა დაზვერვის წარმომადგენელი ივან აღაიანცი.
ამასთან, ზახაროვას მტკიცებით, საბჭოთა არმიაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ეთნიკური სომეხი მსახურობდა.
ციტატები სტატიიდან
„ასეთ აშკარად უხეშ და ნეონაცისტურ მოწოდებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს არც ერთ თავმოყვარე საზოგადოებაში, მით უმეტეს სომხურში, რომელიც ასე ფაქიზად ეკიდება ისტორიისა და საკუთარი წარსულის საკითხებს. ველოდებით სომხეთის ხელისუფლების შესაბამის და მკაფიო რეაქციას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…