გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ესპანეთის თასის 1/64-ფინალში „რასინგმა“ გასვლაზე „რიბადესელა“ 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ესპანეთის თასის 1/64-ფინალში „რასინგმა“ გასვლაზე ქვედალიგური „რიბადესელა“ 2:0 დაამარცხა და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
დუბლი შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა ასიერ ვილიალიბრემ შეასრულა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
„რასინგი“ შემდეგ შეხვედრას 1-ელ ნოემბერს ჩაატარებს - ლა ლიგის მე-11 ტურში „რეალს“ უმასპინძლებს.
რიბადესელა. „ორელანა“
რიბადესელა - რასინგი 0:2
გოლები: 0:1 ვილიალიბრე (48), 0:2 ვილიალიბრე (63)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…