პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო

ლა ლიგის მე-13 ტურში „რასინგმა“ საკუთარ მოედანზე „სოსიედადი“ 3:2 დაამარცხა. მატჩში იასირ ზაბირიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ქართველი ფორვარდი გიორგი გულიაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სპორტალი

ლა ლიგის მე-13 ტურში „რასინგმა“ საკუთარ მოედანზე „სოსიედადს“ 3:2 სძლია.

მასპინძლები დებიუტში დუბლით „რენისგან“ იჯარით აყვანილმა 21 წლის თავდამსხმელმა იასირ ზაბირიმ წინ გაიყვანა. მაროკოელის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატის 13 მატჩში 11 გოლია. თუმცა, სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და ანგარიში გაათანაბრეს. შემდეგ პირისპირ გასული ზაბირი მეკარე რემირომ წააქცია, კანალესმა პენალტი გაიტანა და სანტანდერელებმა გაიმარჯვეს.

მასპინძელთა გუნდის ფორვარდი გიორგი გულიაშვილი მწვრთნელმა ხოსე ლოპესმა სათადარიგოთა შორის დატოვა.

„რასინგმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, ამ მომენტისთვის 17 ქულით მე-7 ადგილზეა და 28 ნოემბერს გასვლაზე „ლევანტეს“ დაუპირისპირდება.

სანტანდერი. „ელ სარინერო“

რასინგი - სოსიედადი 3:2

გოლები: 1:0 ზაბირი (6), 2:0 ზაბირი (8), 2:1 ოიარსაბალი (45+1), 2:2 გედეში (60), 3:2 კანალესი (68, პენ)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები