ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში ბელარუს ტურისტ ქალს სცემეს – რუსული მედია

რუსული მედიის ცნობით, თბილისში ბელარუს ტურისტ ქალს კაცმა სახეში დაარტყა — დაზარალებულის მტკიცებით, მიზეზი რუსულად საუბარი გახდა, ხოლო დაკავებული ამტკიცებს, რომ კონფლიქტი გაცნობაზე უხეშ უარს მოჰყვა.

თბილისში ბელარუს ტურისტ ქალს სცემეს – რუსული მედია
თბილისში ბელარუს ტურისტ ქალს სცემეს – რუსული მედიანეტგაზეთი

რუსული მედიის თანახმად, თბილისში ბელარუს ტურისტ ქალს სცემეს.

BAZA-ს და Lenta.ru-ს ცნობით, ტურისტმა, ფიტნესის მწვრთნელმა ქალმა მინსკიდან, განაცხადა, რომ კაცმა თბილისის სადგურზე სახეში დაარტყა იმის გამო, რომ მეგობარს რუსულად ესაუბრებოდა.

ამავე ინფორმაციით, ტურისტმა პოლიციას მიმართა და მათ კაცი განყოფილებაში გადაიყვანეს.

დაკავებულმა კაცმა განაცხადა, რომ ინციდენტი არა რუსულად საუბარს, არამედ იმას მოჰყვა, რომ ქალმა გაცნობაზე უთხრა უარი “უხეშად”.

ქალმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ პოლიციამ მოკვლევა ჩაატარა და საქმე სასამართლოს გადასცა, ტურისტები კი საქმის განხილვის პერიოდში ქვეყანაში არ დააყოვნეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოკუპირებულ აფხაზეთში ქალის ცემის ფაქტზე რუსეთის მოქალაქეები დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები